გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, მას ესროლეს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე. მისი მკვლელობა არაერთმა თვითმხილველმა აღბეჭდა.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„დიდი და, მეტიც, ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
ღონისძიების ლაივსტრიმში ჩანს, როგორ გარბის სროლის ხმაზე ხალხი უნივერსიტეტის ეზოდან, სადაც 31 წლის კირკი სიტყვით გამოდიოდა.
უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ კამპუსი დაკეტილია და ლექციები გაუქმებულია შემდგომ შეტყობინებამდე. „პოლიცია იძიებს. დაუყოვნებლივ დატოვეთ კამპუსი. მიჰყევით პოლიციის მითითებებს“, - ნათქვამია უნივერსიტეტის პოსტში X-ზე.
კირკი მისი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ დებატებში მონაწილეობდა.
ის MAGA-ს მოძრაობის ერთ-ერთი სახე იყო.
მის მკვლელობას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც და განაცხადა:
„ისრაელის ლომგული მეგობარი, რომელიც სიცრუეს ებრძოდა და მტკიცედ იდგა იუდეო-ქრისტიანული ცივილიზაციის სადარაჯოზე“.
„ჩარლი კირკი მოკლეს სიმართლის ლაპარაკისა და თავისუფლების დაცვის გამო“, - განაცხადა მან.
ჯერჯერობით სავარაუდო მკვლელის დაკავების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოძიება მიმდინარეობს.