საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმში“, რომელიც 10-11 თებერვალს თბილისში იმართება. მაღალი დონისფორუმი ეძღვნება წყლის რესურსების მდგრად მართვასა და წყლის მართვის მომავალს.
სემეკის თავმჯდომარემ პანელური დისკუსიების ფარგლებში ისაუბრა წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპებზე, სექტორის განვითარებისათვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა სამართლიანი ტარიფების დადგენის ასპექტებზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.
„წყალმომარაგების სექტორის განვითარება წარმოადგენს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს. მსოფლიო მასშტაბით საქართველო არის იმ მცირედ ქვეყანათა შორის, რომელიც მდიდარია ჰიდრორესურსით. უნდა აღინიშნოს, რომხარისხიანი სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოსატანად აუცილებელია ამ რესურსის შესაბამისი გადამუშავება, რაც თავის მხრივ მოცულობით ხარჯებსა და მდგრად ინფრასტრუქტურას საჭიროებს.მარეგულირებელი კომისია ინტენსიურად მუშაობს სექტორის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნაზე, სწორი სატარიფო პოლიტიკის მდგრადობაზე. საქართველოს მთავრობასთან ერთად, სემეკის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა. უნდა აღინიშნოს, რომსაქართველოს წყალმომარაგების სექტორით მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის Aqualia“-ს დაინტერესება განპირობებულია ჩვენს ქვეყანაში არსებული გამჭვირვალე მიდგომებითა და ეფექტიანი რეგულირების პრინციპებით, რაც კიდევ უფრო ამყარებს გრძელვადიან პოზიტიურ მოლოდინებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დონეზე წარმატების კუთხით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების, წყლის საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. ფორუმის გახსნით ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და „Aqualia“-ს აღმასრულებელი დირექტორი, სანტიაგო ლაფუენტე.
„წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი“ აერთიანებს მთავრობის წარმომადგენლებს, მარეგულირებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოპერატორებსა და დარგის ექსპერტებს, რათა განიხილონ წყლის სტრატეგიული პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, მარეგულირებელი ჩარჩოები, საინვესტიციო დასატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ფორუმი ორგანიზებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე წამყვანი გლობალური წყლის ოპერატორის, „Aqualia“-ს მხარდაჭერით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულმა ავიარეისების ჯამურმა მაჩვენებელმა 2873 შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის მონაცემს 16.17%-ით აღემატება.
ხაზგასასმელია 2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობაც, რომლის ზრდამ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38 %-ს გადააჭარბა.
რაც შეეხება მგზავრთა ოდენობას, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოს აეროპორტები 613 933 მგზავრს მოემსახურა. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების ჭრილში ჩაშლილი მაჩვენებლები ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 430 034 მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 138 028 მგზავრი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 44 894 მგზავრს მოემსახურა.
2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 3147.16 ტონა შეადგინა - ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.75%-ია. გასული წლის იანვართან შედარებით, 9.56%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი. სულ, 2026 წლის პირველი თვის განმავლობაში 24 387 ერთეული ფრენა (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორმა საჰაერო მიმოსვლის ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდული ზრდა აჩვენა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტები 8 494 640 მგზავრს მოემსახურნენ, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის. 2025 წელი რეკორდული იყო განხორციელებული ფრენების თვალსაზრისითაც - წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 38 218 რეისი განხორციელდა, რაც 17.5%-ით აღემატებოდა 2024 წელს განხორციელებულ ფრენებს. საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით კი, ტვირთების მოცულობამ 38578.379 ტონა შეადგინა, რაც ასევე რეკორდული შედეგი იყო საქართველოს აეროპორტებისთვის, რადგან 2024 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვის ზრდამ 50% შეადგინა.
უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი. გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა რეალურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით.
„ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის საერთო გარემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ბუნებრივია, ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში და წინ ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო გარემოს შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკავია მაღალი ადგილი. გამოვყოფდი მსოფლიო ბანკის რეიტინგს ბიზნესისთვის მზაობა, ე.წ. B-READY, სადაც საქართველოს არის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის იკავებს მეოთხე ადგილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საერთო ტენდენციები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ეს სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, რომლის საერთო მოცულობა არის 6,6 მილიარდი დოლარი. ასეთი მასშტაბური ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და იმ გარემოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მის მასშტაბებზე თავისთავად მეტყველებს.
გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება. დაგეგმილია მასშტაბური მშენებლობები ამ მიმართულებით. ესეც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის მეტად დაჩქარებას. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ნაყოფიერი დისკუსიები. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ ფორუმის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესასოციაციას და ფორუმის თითოეულ ორგანიზატორს, ამ ფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად ზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ,,Invest In Network”–ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - ,,ენერგეტიკული კვირეული შავი ზღვა 2026“ (Energy Week Black Sea 2026).
სემეკის თავმჯდომარემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - მარეგულირებელი ჩარჩო". დავით ნარმანიამ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი მარეგულირებელი მექანიზმების, საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ევროპის ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრები, ესკოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, სემეკის თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან ერთად, დაესწრო ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ორმხრივ სამუშაო შეხვედრას, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და რუმინეთის ეროვნული ელექტროენერგიის გადაცემის კომპანია Transelectrica S.A.-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის!
შეიცვალა საგადასახადო კანონი!
აქამდე, საქართველოს მოქალაქეს (და სხვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის) რომელიც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობდა, 7 30-ს შევსებისას, უფლება ჰქონდა, საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრები, თავის კმაყოფაზე დაეფიქსირებინა და მიეღო მთელი რიგი ფინანსური შეღავათები.
ცვლილება აღარ იძლევა უფლებას, ახალი წლიური დეკლარაციის, 730-ის შევსებისას საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრები დაარეგისტრიროთ, როგორც თქვენს კმაყოფაზე მყოფი, რაც არ უნდა დაბალი შემოსავალი ჰქონდეთ მათ.
საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ იტალიის, ან ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქე, ან ოჯახის წევრები ცხოვრობენ იტალიაში ან ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყანაში.
წყარო: ©️ERMES TV - ერმესი მედია - ნინა მამუკაძე