ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა... მათ დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში, ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი დღემდე გადარჩენა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა და ყოვლადქებულმოციქულ ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა და წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
წმინდა მოციქული ანდრია და მეფე ვახტანგ გორგასალი ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანებია, რადგან ანდრია მოციქულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც ასევე დღეს აღვასრულებთ. აი, ამიტომ იწოდება ჩვენი ეკლესია სამოციქულო ეკლესიად, რადგან ჩვენთან იქადაგა წმინდა ანდრია მოციქულმა და მასთან ერთად სხვა მოციქულებმაც.
წმინდა ანდრია პირველწოდებული იყო ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე უფალ იესო ქრისტესი. ახალი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც სახარებიდან ვხედავთ, მაცხოვრის გვერდით არიან ანდრია მოციქული და მისი ძმა პეტრე, ასევე - იაკობი და იოანე მოციქულები. ამ ოთხ მოციქულს წმინდა სახარება რაღაცნაირად უფრო მეტად გამოარჩევს დანარჩენი თორმეტისგან.
წმინდა ანდრია მოციქულს განსაკუთრებული მისია ერგო წილად. თქვენ იცით, მან იქადაგა მრავალ ქვეყანაში: საბერძნეთში, მცირე აზიის ქვეყნებში და შემდეგ მოაშურა საქართველოს, შემოვიდა დიდაჭარიდან და საქართველოს მრავალ კუთხეში იქადაგა. აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააგო და მოაწყო ტაძრები, დაადგინა საღვთისმსახურო წეს-განგება. ამიტომ ეს დიდი მოციქული, ამავე დროს დიდი მოწამეც, არის ჩვენი ერის განსაკუთრებული მფარველი.
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ერს ისტორიის მანძილზე წილად ერგო ამდენი განსაცდელი, ტანჯვა, დევნა და შევიწროება. არ არსებობს ისეთი მეორე ქვეყანა, სადაც ერთდროულად ამდენი ადამიანი ეწამა, როგორც საქართველოში. ეს არის ნიშანი ღვთისგან, რომ უფალი მოგვიწოდებს მისი ერთგულებისკენ, რათა ვიყოთ მისი ერთგული, მისი ეკლესიის ერთგული სიკვდილამდეც კი და თუ საჭირო გახდება, გავიმეოროთ ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლი; ხოლო ეკლესიისთვის მშვიდობიან პერიოდში მოთმინებით, სიმდაბლით გადავიტანოთ ის განსაცდელები, რომლებიც წილად გვერგება. ამისთვის საჭიროა სულიერი სიმტკიცე და განსჯის უნარი. ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა განსჯის, განრჩევის უნარი. ამიტომ დღეს განსაკუთრებით გვმართებს, გავიხსენოთ წმინდა ანდრია მოციქულის ღვაწლი და ვევედროთ მას, შეგვეწიოს ამ თვისებების მოპოვებაში.
უფალმა დაიფაროს ჩვენი ხალხი მისი ლოცვით და მოგვცეს იმის გაგება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დღევანდელი განსაცდელები ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა ისტორიის მანძილზე, საუკუნეების განმავლობაში და ჩვენი მწუხარებები ძალიან მცირეა იმ მწუხარებებთან შედარებით, რაც გადაიტანეს და დაითმინეს მოწამეებმა, აღმსარებლებმა.
უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, შეგვეწიოს.
ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა, დაწყებული წმინდა ანდრია პირველწოდებულით, სიმონ კანანელით, მატათათი. ესენი იყვნენ მოწამეები, აღმსარებლები, მეფეები, დედოფლები, პატრიარქები, სხვა სასულიერო თუ საერო პირები, რომლებმაც დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში, ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი დღემდე გადარჩენა.
მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. იგი გახლავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლის გამგრძელებელი დღეს. ყველა ვხედავთ, რომ მისი ეს დიდი მსახურება ნამდვილად სამოციქულოა და ნაყოფები მისი მსახურებისა არის სამოციქულო. დღეს ჩვენ შვილებრივი სიყვარულით ვმადლობთ მას ამისთვის და ვულოცავთ. უფალმა ინებოს მისი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.
ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის მეორმოცე დღე მიტროპოლიტ სერაფიმეს გარდაცვალებიდან. დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის, ღმერთმა შეუნდოს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი და სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა პეტრე კათოლიკოსის ლოცვით გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ“, - განაცხადა მეუფემ.
14 ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა სპერმის დონორი, რომლის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში), დონორის სპერმამ მუტაცია განიცადა და მასში კიბოს კოდი აღმოჩნდა - ბავშვთა დიდ ნაწილს კიბოს გენი აღმოაჩნდა, ნაწილი კი უკვე გარდაცვლილია
როგორც გამოძიებაში მონაწილე BBC იუწყება, ამ ბავშვების ნაწილი უკვე გარდაიცვალა და მხოლოდ მცირე რაოდენობა, ვინც მუტაცია მემკვიდრეობით მიიღო, გადაურჩება კიბოს მძიმე დიაგნოზს. დანიის ევროპის სპერმის ბანკმა, რომელმაც სპერმა გაყიდა, დაზარალებულ ოჯახებს “ღრმა თანაგრძნობა“ გამოუცხადა და აღიარა, რომ სპერმა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, ძალიან ბევრი ბავშვის მამობისთვის გამოიყენეს, რაც BBC-ის სტატიაშია ასახული.
აღნიშნული სპერმა ანონიმური მამაკაცისგან იყო, რომელსაც სტუდენტობისას დონაციისთვის ანაზღაურებას 2005 წლიდან უხდიდნენ და შემდეგ ქალები დაახლოებით 17 წლის განმავლობაში იყენებდნენ. მამაკაცმა დონორის სკრინინგის ტესტები ჩააბარა, მაგრამ მის ზოგიერთ უჯრედში დნმ-მა დაბადებამდე მუტაცია განიცადა.
“ამან გამოიწვია TP53 გენის დაზიანება, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ორგანიზმში უჯრედების კიბოს განვითარების თავიდან აცილებაში.
დონორის სხეულის უმეტესი ნაწილი არ შეიცავს TP53-ის საშიშ ფორმას, მაგრამ მისი სპერმის 20%-მდე შეიცავს. თუმცა, დაზიანებული სპერმიდან დაბადებულ ბავშვებს ეს მუტაცია სხეულის ყველა უჯრედში ექნებათ. ეს ცნობილია როგორც ლი ფრაუმენის სინდრომი და მას თან ახლავს კიბოს განვითარების 90%-იანი შანსი, განსაკუთრებით ბავშვობაში, და ძუძუს კიბოს განვითარების მოგვიანებით ასაკში“, – იტყობინება BBC.
“ეს საშინელი დიაგნოზია. ძალიან რთული დიაგნოზია ოჯახისთვის, არსებობს ამ რისკით ცხოვრების მთელი ცხოვრების ტვირთი“, – თქვა კლერ ტერნბულმა, ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის კიბოს გენეტიკოსმა.
ქვეყნები, სადაც აღნიშნული სპერმა გამოიყენეს, რუკის მიხედვით:
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, რწმენით, ერთგულებით. ჩვენ ვხარობთ უფალ იესო ქრისტეს გამო, რომ ძე ღმერთი განკაცდა და გახდა ადამიანი, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას.
მან შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაზე ისაუბრა. მეუფის თქმით, ტაძარი არის „ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება“.
„დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში. მართალნი იოაკიმე და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ყრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. მათ ანთებული სანთლებით მიაცილებენ ქალწულები. ყრმა მარიამს დააყენებენ ტაძრისკენ მიმავალი კიბის პირველ საფეხურზე და ის ყველასთვის მოულოდნელად, როგორც ზრდასრული, უშიშრად იწყებს ასვლას თვითონ, დამოუკიდებლად ამ კიბეებზე. ზევით, შესასვლელთან მას დახვდა მღვდელმთავარი ზაქარია, რომელმაც, სულიწმინდისგან შთაგონებულმა, შეიყვანა ყრმა მარიამი ტაძარსა და თვით ტაძრის წმინდათა წმინდაში, სადაც ვერავინ შედიოდა, მღვდელმთავრის გარდა, ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ.
იოაკიმესა და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით: „ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს“. ამიტომაც იგალობება დღევანდელი დღიდან მოყოლებული ყველა ტაძარში საშობაო საგალობლები, რომლებიც ადიდებენ ქრისტეს შობას და მაცხოვრის მოსვლას დედამიწაზე.
დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში. როგორც გითხარით, იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ თვითონ დაიწყო აღმასვლა. ასეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებით წმინდა ეკლესია გვაყენებს სულიერი კიბის პირველ საფეხურზე, შემდეგ კი თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ, წმინდათა წმინდასკენ.
რაოდენ სასიხარულოა ეს გზა, ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ არ ვართ მარტონი, რადგან ამ გზაზე გვეხმარება და გვამხნევებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მან ტაძარი იმდენად შეიყვარა, რომ არ განშორებია მას, სანამ იყო ამის საშუალება. თქვენ იცით, რომ იგი იქ ცხოვრობდა, სწავლობდა წმინდა წერილს, შრომობდა, ლოცულობდა და იქიდან გამოვიდა ის, ვინც გახდა დედა ღვთისა, მთელი კაცობრიობის დედა, მეოხი და შუამდგომელი.
გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომ ნაწილობრივ მაინც ჩვენც ვეზიაროთ ტაძრისადმი ასეთ სიყვარულს და ნაცვლად ამსოფლიური შფოთისა, ამაოებისა, გაღიზიანებისა, ჩვენში, ჩვენს სულებში შემოვიდეს ტაძრისგან მიღებული მადლი და შთაბეჭდილებები.
თქვენ იცით, ტაძარს ეწოდება ღვთის სახლი, ღვთის სამყოფელი, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული წესით იკურთხება, არამედ ასევე იმიტომ, რომ აქ იკრიბებიან ადამიანები ქრისტეს გულისთვის, რომელმაც ბრძანა: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მე ვარ“ (მთ. 18, 20).
ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება.
დღეს წმინდა ყრმა შედის ტაძარში, ძვირფასო ძმებო და დებო, და ყველას მოუხმობს და მოუწოდებს თავისკენ; ვევედროთ მას, შეგვეწიოს, რომ შევისმინოთ მისი ეს მოწოდება და მის მაგალითს მივყვეთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ლამაზი, მოცულობითი ტუჩები ან გამოხატული სახის კონტურები დღეს ბევრის სურვილია, მაგრამ პროცედურების ფასმა ბევრი ადამიანი დაბალბიუჯეტიანი, „იაფი“ ფილერებისკენ მიმართა. თუმცა, ფასამდე გაცილებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოება — რადგან არასწორად შერჩეულმა პროდუქტმა ან სპეციალისტმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
რაც უფრო იაფია პროცედურა, მით მეტი კითხვა ჩნდება: რას ვიკეთებთ რეალურად? რამდენად უსაფრთხოა უცნობი წარმოშობის ფილერი? და ხომ არ იმალება დაბალ ფასში მაღალი რისკი?
ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პოპულარობის ზრდასთან ერთად გაიზარდა გართულებული შემთხვევებიც — ალერგია, ანთება, ბურთულები, ინფექცია და ზოგჯერ ისეთ კომპლიკაციებამდე მისული შედეგები, რომლებიც მკურნალობას თვეებს და ზოგჯერ ოპერაციასაც მოითხოვს.
“ვერსია” გთავაზობთ სტატიას, რომელიც თქვენს მთავარ კითხვებს უპასუხებს:
რამდენად უსაფრთხოა დაბალბიუჯეტიანი ფილერი, რა რისკები იმალება ფასის ქვეშ და როგორ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ჯანმრთელობასა და სილამაზეს ორივეს დაიცავს.
რა არის „დაბალბიუჯეტიანი“ ფილერი?
დაბალბიუჯეტიანად ითვლება ის ფილერი, რომლის ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბაზარზე სტანდარტულ, საერთაშორისო ბრენდებს. მაგალითად, როცა ცნობილი ბრენდის 1 მლ ღირებულება X ღირებულებაა, ხოლო უცნობი, არარეგისტრირებული ფილერი ორჯერ ან სამჯერ იაფია — ეს უკვე ეჭვის მომტანია.
ყველაზე ხშირად დაბალ ფასს აქვს სამი მიზეზი:
რისკები, რომლებიც იაფ ფილერებს ახლავს
1. ალერგიული რეაქცია და ანთება
იაფი და უცნობი წარმომავლობის ფილერები ხშირად შეიცავს მინარევებს, სტაბილიზანტებსა და არასუფთა ნივთიერებებს, რაც იწვევს:
ზოგჯერ რეაქცია რამდენიმე დღეში კი არა, კვირებისა და თვეების შემდეგაც ჩნდება.
2. გრანულომები და გამკვრივებები
დაბალი ხარისხის პრეპარატები ტოვებს მკვრივ ბურთულებს, რომლებსაც ხშირად ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
ეს ყველაზე ხშირი გართულებაა არარეგისტრირებული ფილერების შემთხვევაში.
3. არათანაბარი მოცულობა და სწრაფი დაშლა
იაფი ფილერი ხშირად:
ანუ პროცედურის შედეგი მოკლევადიანი და არაესთეტიკურია.
4. ინფექცია
სტერილურობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია პროდუქტის წარმოებაში. იაფი ფილერები ხშირად არ იცავენ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ინფექციის, აბსცესის და მძიმე ანთების განვითარების რისკს ზრდის.
5. ვასკულარული ობსტრუქცია (სისხლძარღვში მოხვედრა)
ამ გართულებას შეიძლება მოჰყვეს:
რისკი განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როცა პროცედურას აკეთებს პირი, რომელიც არც ექიმია და არც სერტიფიცირებული სპეციალისტი.
როგორ გავიგოთ, რომ ფილერი უსაფრთხოა?
1. გადაამოწმეთ ბრენდი
უსაფრთხო და საერთაშორისო დონეზე აღიარებული არის ბრენდები, რომლებიც აუცილებელია იყოს:
2. მოითხოვეთ შეფუთვის გახსნა თქვენი თვალწინ
ფილერის ყუთზე უნდა იყოს:
3. დარწმუნდით სპეციალისტის კვალიფიკაციაში
პროცედურას უნდა აკეთებდეს:
და არა არასამედიცინო პირი, ბიუთი სალონის თანამშრომელი ან მოკლე კურსის დამთავრებული პირი.
4. კლინიკის სტანდარტები
შეამოწმეთ:
რა ღირს ხარისხიანი ფილერი და რატომ არ უნდა ეცადოთ დაზოგვას?
განდაიაფებაზე წასვლა ყველაზე დიდი შეცდომაა, რადგან თუ პრობლემა წარმოიქმნა:
ხარისხიანი, სანდო ფილერის ფასი მეტია, რადგან:
რა უნდა იცოდეთ პროცედურამდე?
წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია
ექიმს უთხარით ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, ალერგიის ან მედიკამენტის შესახებ
ნუ აირჩევთ მხოლოდ დაბალ ფასს
ჰკითხეთ ექიმს, რა ბრენდს იყენებს და აჩვენოს შეფუთვა
კარგი შედეგისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფილერი, არამედ ტექნიკა, გამოცდილება და ანატომიის ცოდნა
როდის არ შეიძლება ფილერის გაკეთება?
დაბალბიუჯეტიანი და არასანდო ფილერი შეიძლება მოკლევადიანად მოგეჩვენოთ მომგებიანი, მაგრამ რეალურად ესთეტიკურ და ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს მოიცავს.
უსაფრთხოების გარანტიაა — კარგი ბრენდი + პროფესიონალი ექიმი + სტერილური გარემო.