ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
მისივე თქმით, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ადამიანს აქვს მიცემული სატარებლად მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი. მისივე განმარტებით, მხოლოდ ამ ჯვრიდან „გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით“.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ბრმის კვირა, ვინაიდან წირვაზე იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ ბრმადშობილი ადამიანის განკურნების შესახებ, რომელიც გზის პირას იჯდა და მათხოვრობდა. და აი, მოციქულებმა ჰკითხეს მაცხოვარს: - რისთვის იტანჯება ეს ადამიანი, თავისი ცოდვებისთვის თუ მშობლების ცოდვების გამო? წარმოიდგინეთ, მთელი მისი ცხოვრება იყო გაუთავებელი ტანჯვა. შეუძლებელია, რომ ეს სატანჯველი მისი ცოდვების გამო ჰქონოდა, ვინაიდან დაბადებიდან ბრმა იყო და უფალმა მიუგო: „არც მას შეუცოდავს, არც მის მშობლებს, არამედ რათა მასში განცხადდეს ღვთის საქმენი“ (ინ. 9,3). უფალმა შემდეგ მოახდინა დიდი სასწაული და ამ ადამიანს მიანიჭა მხედველობა. აი, აქ ეს საქმე ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, კიდევ უფრო მეტად აღსრულდა იმით, რომ ამ ადამიანს ფიზიკურ თვალებთან ერთად აეხილა სულიერი თვალებიც. მან მადლიერებით მიიღო ეს კურნება, იწამა უფალი და თაყვანი სცა მას. ე.ი. მოხდა მისი შეხვედრა ღმერთთან და მან იხილა ისეთი რამ, რასაც მის ირგვლივ თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ. უფლის საქმეც სწორედ ეს არის, მთავარი საქმე უფლისა, მას სურს, რომ ყველა ადამიანმა იხილოს ღმერთი და გადარჩეს.
სახარების ეს ეპიზოდი ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უფალი ასევე გვასწავლის, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ტანჯვისადმი, მწუხარებისადმი, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად იტანჯება. ეს ჩვენც განგვიცდია და ჩვენ ირგვლივაც ვხედავთ ბევრ მწუხარებას და ტანჯვას: ომებს, ძალადობას, უსამართლობას, ავადმყოფობას, სიღატაკეს, პატიმრობას, დიდ ოჯახურ პრობლემებს და ა. შ. ვინ იცის, კიდევ რისი დათმენა უწევს ყოველ ადამიანს, ამის ჩამოთვლაც ძნელია ახლა.
შეიძლება, ითქვას, რომ ამ ცხოვრებაში ჭირი და მწუხარება უფრო მეტია, ვიდრე ლხინი და კეთილდღეობა. კიდევ რბილად ვამბობ ახლა. არიან დიდი წმინდანები და დიდი მოაზროვნეები, რომლებიც პირდაპირ წერენ და ამბობენ, რომ ეს წუთისოფელი ტანჯვაა, ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში. ეს ასე იყო ყოველთვის, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.
იმის გამო, რომ არასდროს არავის უნდოდა გაჭირვების გადატანა, ტანჯვა და მწუხარება, გაჩნდა ბევრი რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვა სახის მოძღვრება, რომლებიც ცდილობენ, ახსნან, თუ რა არის ტანჯვა, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან. ყველა ეს სწავლება უარს ამბობს ტანჯვის მიღებაზე, უარყოფენ მას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ, გაექცნენ ტანჯვას და ადამიანი გაათავისუფლონ მისგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გამოსდით და ერთადერთი მოძღვრება, რელიგიურიც, თუ გნებავთ, დავარქვათ ფილოსოფიურიც, რომელიც არ უარყოფს ტანჯვას, ეს არის ჩვენი ქრისტიანული სწავლება. თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რა არის ტანჯვა, მწუხარებათა დათმენა, რისთვის არის მწუხარება მოვლენილი ამ ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი.
რა თქმა უნდა, ტანჯვაც და მწუხარებაც ცოდვის შედეგია, ბოროტების შედეგია, დაცემის შედეგია, მაგრამ დღევანდელი სახარებიდან ვხედავთ, რომ მხოლოდ ცოდვის გამო როდი ეძლევა ადამიანს სატანჯველი, რადგან ეს ბრმადშობილი იტანჯებოდა იმისთვის, რომ მასში გაცხადებულიყო ღვთის საქმეები. ე.ი. ტანჯვას და მწუხარებას აქვს დიდი მიზანი და რადგან მიზანი აქვს ე.ი. აზრიც აქვს. ვიმეორებ, მხოლოდ ქრისტიანობა ხედავს ამ აზრს და კანონზომიერებას. თვით უფალიც, ძე ღმერთიც იტანჯა და მის ტანჯვას ჰქონდა დიადი მიზანი; ეს არის კაცობრიობის გამოხსნა.
ამდენად, ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას. მართალია, ზოგიერთი მწუხარებისა და ტანჯვისგან სასოწარკვეთილებაშიც ვარდება და იღუპება კიდეც, მაგრამ ეს ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ ტანჯვას, არ აინტერესებთ მისი აზრი, არც უნდათ, გაიგონ და ამიტომ იღუპებიან. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ ტანჯვას და მწუხარებას ყოველთვის მივყავართ გამოხსნამდე. ვიმეორებ, ბოროტების დაძლევამდე და სულიერი და ზნეობრივი ამაღლებისკენ მიმყვანებელი გზა არის ყოველთვის ქრისტეს ვიწრო გზა. ეს არის ჯვრის ზიდვის გზა. ამრიგად, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველა. ამიტომ არის, რომ ბევრი წმინდა მამა, მათ შორის, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ გული არ უნდა გავიტეხოთ, როდესაც ჩვენ ან სხვას
შეგვხვდება რაიმე გასაჭირი ან უბედურება, არამედ თუ ყველაფერს დავითმენთ ღვთისადმი მადლიერებით, სიმამაცით, მაშინ ყოველგვარი უბედურება და განსაცდელი სასიკეთოდ დასრულდება ჩვენთვის. ამას კი აუცილებლად მოჰყვება მრავალი სიკეთე და ნუგეში. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული შესანიშნავ სიტყვებს: „ჩვენი მცირედი ჭირი შეიქმს ჩვენთვის უსაზომო დიდებას, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს. რადგან, ხილული წარმავალია, უხილავი კი წარუვალი“ (2 კორ. 4:17-18)“, - განაცხადა მეუფე შიომ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.
• 12:00 -16:45 - კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით
• 12:00 -19:00 - საბავშვო შემეცნებითი აქტივობები - ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი
ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახეზე მოხატვა; ზღაპრის გმირები.
• 13:00 / 15:00 / 17:30 აზოტის შოუ
• 12:00-19:00 - სოციალური საწარმო ,,კოდალა“;
• 12:00 – 19:00 - საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება
• 12:00 – 20:00 - სპორტის სივრცე - ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან.
• 12:00 – 20:00 - ღვინის სივრცე - ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია.
• 12:00 – 19:00 - საგამოფენო სივრცე - ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები.
• 12:00 – 19:00 - ყვავილების სივრცე - გარდენია შევარდნაძე;
• საბავშვო შემეცნებითი აქტივობები - ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები;
• სცენა - მუსიკალური ნომრები, საუბრები - ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე.
• 12:00 – 20:00 - კვების კუთხე და DJ
• 17:10 - პრეზიდენტის სასახლის ეზო - ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამბროლაურში, სახალხო ზეიმის მონაწილეებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ:
12:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
12:00-17:00 საბავშვო გასართობი პროგრამა: თამაშები, სამახსოვრო სუვენირების დამზადება;
13:00 – 15:00 ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
12:00-18:00 მუსიკოსებისა და მსახიობების საზეიმო მსვლელობა;
12:00-20:00 რაჭული კულინარიის კუთხე;
12:00-20:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
17:10 - ჰიმნი თავისუფლებას!
17:30-19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
26 მაისისთვის ემზადებიან მარნეულსა და ახალქალაქში.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით, მარნეულში, მემორიალთან - „კიდევაც დაიზრდებიან“, სახალხო ზეიმის მონაწილეები მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩაერთვებიან.
პროგრამა:
12:00 - 19:00 - ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა; სპორტული და გასართობი აქტივობები; სახელოსნო სივრცის აქტივობა; ბატუტი; სახის მოხატვა; ყვავილების გვირგვინები; „გიფერი“ და ფოტოს ბეჭდვა.
12:00-17:00 - პროექტი „ქართული ენა გვაერთიანებს“
13:00-13:15 - ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა
13:30 -14:00 მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები ოჩო ფეხების და ანიმაციური გმირების თანხლებით
14:00 – 15:00 - საბავშვო ცეკვის აქტივობა
15:00- 16:50 - ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი
17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ანსამბლი „მარგალიტი“ - ჰაერში გაეშვება ჰელიუმის ბუშტები
17:30 – 20:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრები კი, მონაწილეობას შეძლებენ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვაში, დაესწრებიან კონცერტს და სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობ აქტივობებს.
პროგრამა:
12:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
12:00-18:00 კვების სივრცე
12:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „ქართული ენა გვაერთიანებს“
12:00-18:00 საბავშვო-გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: ზღაპრის გმირების გასართობი პროგრამა, სახის მოხატვა, ხატვის გაკვეთილები, გიგანტური ჭადრაკი, ყვავილების გვირგვინების დამზადება
13:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა
13:10 სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის სიტყვით გამოსვლები
14:00 ანიმაციური საცეკვაო თამაში
15:00-16:30 კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებით
16:30 - საპნის ბუშტების შოუ
16:45 - საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად
17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, ანსამბლი „მძლევარი“
კულმინაცია: ჰელიუმის ბუშტები
17:15 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში. რაბათის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, კოსტუმირებული მსვლელობები და კონცერტები მოეწყობა.
პროგრამა:
12:00 – 18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
13:00 – 18:00 - კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერებთან ერთად; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები: სახატავი სივრცე; სახის მოხატვა; თიხის სუვენირების მოხატვა; მცენარეების დარგვა; ყვავილების გვირგვინების გაკეთება; ხის პინების მოხატვა; საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან და მასკოტებთან ერთად;
14:50 – 16:40 - ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა
17:00 – 17:05 - დამოუკიდებლობის დღის მილოცვა სცენაზე - ანსამბლი “მესხეთის ბავშვთა სალოტბარო გუნდი”
17:10 – 17:15 - საქართველოს ჰიმნის შესრულება - “მესხეთის ბავშვთა სალოტბარო გუნდი”
ჰიმნის შესრულების დროს, სტუმრებს დაურიგდებათ ჰელიუმის ბუშტები, საქართველოს დროშის ფერებში, 26 მაისის ბრენდირებით, რომლებიც ცაში გაეშვება.
17:15 – 17:20 - თანამედროვე საცეკვაო ნომერი – წითელი და თეთრი ლენტებით
17:20 – 19:20 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი გორში. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცეები უმასპინძლებს, აგრეთვე, პროგრამა დატვირთული იქნება საბავშვო აქტივობებით:
12:00-19:00 თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
12:00-21:00 საგამოფენო სივრცე - „პირველი რესპუბლიკა“
12:00-21:00 საგამოფენო სივრცე - „გამოჩენილი ადამიანები შიდა ქართლიდან“
12:00-21:00 საგამოფენო სივრცე - „შიდა ქართლი“
12:00-21:00 ინსტალაცია - 26 მაისი
12:00-21:00 ფოტოგადაღების სივრცე
12:00-18:00 ფოტოგადაღების სივრცე – ID ბარათი
12:00-17:00 სამახსოვრო პასპორტების დამზადება
12:00-17:00 მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა
12:00 -17:00 საჯარო რეესტრი – ამზომველების ავტომობილებისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოფენა
12:00-17:00 მობილური იუსტიციის სახლი
12:00-17:00 პენიტენციური სამსახური – სივრცე კვადროციკლებისთვის
12:00-17:00 რესოციალიზაციის მარკეტი – „რე-მარკეტი“
12:00-21:00 მოსასვენებელი სივრცე
12:00-21:00 კვების სივრცე
12:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
13:00-13:30 მსახიობების საზეიმო მსვლელობა
15:00-17:00 შეჯიბრი და საჩვენებელი ვარჯიში ძიუდოში
16:00-16:30 მსახიობების საზეიმო მსვლელობა
17:10-17:13 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა
საბავშვო აქტივობები
12:00-18:00 ხატვის მასტერკლასი
12:00-18:00 ძერწვის მასტერკლასი
12:00-18:00 გიგანტური ფაზლი
12:00-18:00 შემეცნებითი ვიქტორინა
12:00-18:00 ციფრული სივრცე - კიბერ თამაშები
12:00-17:00 სახის მოხატვა
12:00-17:00 ჰულაჰუპების თამაში
12:00-18:00 ცარცით ხატვა
12:00-18:00 საბავშვო ატრაქციონები
13:00-13:30 ილუზიონისტის შოუ
14:00-14:30 საპნის ბუშტების შოუ
15:00-15:10 მუსიკალური მსვლელობა
15:30-15:40 საპნის ბუშტების შოუ
15:40-15:50 ილუზიონისტების შოუ
16:00-16:10 მუსიკალური მსვლელობა
12:00-14:30 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
17:10-17:15 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი
18:00-21:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-ს ხელშეწყობით, ცენტრალური მოედანი სტუმრებს, სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებით უმასპინძლებს, ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.
პროგრამა:
12:00 – 20:00 - შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ავიაშოუ; საბავშვო, გასართობი აქტივობები; დღის კონცერტი; გალა კონცერტი
შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები - შემეცნებით სივრცეში განთავსდება კუბის ფორმის მასშტაბური პავილიონი, სადაც დამთვალიერებელი ნახავს საგანმანათლებლო-გასართობი შინაარსის ვიდეორგოლებს თემაზე: კოსმოსი, იურული პარკი, წყალქვეშა სამყარო; პლანეტარიუმი - მასშტაბური, აუდიო-ვიზუალური, შემეცნებითი წარმოდგენა;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი - წარმოდგენილი იქნებიან სტენდებით და დამთვალიერებელს შესთავაზებენ, როგორც ხელოვნური ინტელექტის კუთხეს, ისე შემეცნებით-გასართობ ცდებს ქიმიასა და ბიოლოგიაში; იმიტირებულ „არქეოლოგიურ გათხრებს"; ასევე გამოიფინება სამეგრელოსთან ისტორიულად დაკავშირებული ხელნაწერები; გაიმართება წიგნის ბეჭდვის ძველი ტექნოლოგიის გაცოცხლების ვორქშოფი - „დაბეჭდე დედა ენა“; ქაღალდის რესტავრაციის მასტერკლასი.
სტენდებით წარდგებიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; პროფესიული უნარების სააგენტო და პროფესიული კოლეჯები, რომლებიც სხვადასხვა სახის მასტერკლასებს ჩაატარებენ.
გაიმართება მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა; ანიმატორები სხვადასხვა შინაარსის შემეცნებით და გასართობ აქტივობებს შესთავაზებენ ბავშვებს; კულინარიული შოუ (მანჯი); გუნდური შეჯიბრებები; პერფორმანსები ბავშვებისთვის საყვარელი გმირების მონაწილეობით; საპნის ბუშტების შოუ; მიმების, ჟონგლიორების, აკრობატების პერფორმანსი
12:00-15:00 კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით
16:55-17:10 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის დავით კოდუას და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჯინჭარაძის მილოცვა
17:10 საქართველოს ეროვნული ჰიმნის ცოცხალ შესრულებას წარმოადგენს - ზუგდიდის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი
17:15 ფერადი ბოლის ფოერვერკი
18:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
12:00 საათიდან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 26 მაისს, ზუგდიდში წარსდგება “ტექნოპარკი საქართველოს” პავილიონით, რომელშიც წარმოდგენილი იქნება შემდეგი აქტიობები:
• LEGO & littleBits
• 3D მოდელირება & დრონები
• 3D სკანირება & VR ტექნოლოგია
• ანიმაციის და STEAM ვორქშოფი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამით იზეიმებს თელავი.
პროგრამა:
12:00-19:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
12:00-19:00 - სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
12:00 -19:00 - საგამოფენო სივრცეები:
„1918 წლის 26 მაისი“; „კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობები“; „კახეთის რეგიონის საზოგადო მოღვაწეები“; „საქართველო ღვინის სამშობლო - უძველესი სამუზეუმო ექსპონატების ასლების გამოფენა“; „კახეთის რეგიონის ვაზის ჯიშები“.
12:00-19:00 - ფოტოგადასაღები სივრცე „26 მაისი“.
12:00-19:00 - ღვინის სადეგუსტაციო სივრცე - „კახური მარანი“.
12:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები - ზღაპრის გმირები; თამაშების წამყვანი-ანიმატორი; ბატუტის სივრცე.
14:00 18:00 - შემეცნებითი აქტივობა ბავშვებისათვის - „ტყის ბავშვები“ - პროგრამით - „მცენარეების მოვლა, გადარგვა და დარგვა“ .
14:00-16:00 - კახური ტრადიციული კერძების დამზადების მასტერკლასი და ადგილზე დაგემოვნება - მასტერკლასს გაუძღვებიან შეფ-მზარეულები: დადუნა ღლონტი და ქეთი კვიჭიძე;
12:00-19:00 - კოსტუმირებული მსახიობების საზეიმო მსვლელობები.
15:00-16:00 - ,,ჟოზეს სასცენო სპექტაკლი“ - სასცენო სპექტაკლი სხვადასხვა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თელავის ფირუზ მახათელაშვილის სახელობის ეთნოგრაფიული ანსამბლი ჩაკრულოს“ შესრულებით.
18:00 – 21:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
ხონში, ადგილობრივი ხელისუფლება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული დღესასწაულის სტუმრებს საზეიმო ღონისძიებებით დახვდებიან.
პროგრამა:
12:00 – 19:00 საზეიმო ინსტალაციები, საგამოფენო სტენდები, ფოტო ზონები, მოსასვენებელი სივრცეები; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა
14:00 – 14:30 - საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონია - კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
14:00 – 19:00 - VR კუთხე; კალიგრაფიის მასტერკლასი; სახის მოხატვის აქტივობა
14:30 – 16:00 - საბავშვო აქტივობები
14:30 – 17:30 - გასტრონომიული კუთხე
16:45 – 17:10 - კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
17:05 - 17:10 - დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
17:10 – 17:15 - საქართველოს ჰიმნის შესრულება
ჰიმნის შესრულების დროს სტუმრებს დაურიგდებათ ჰელიუმის ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში და 26 მაისის ბრენდირებით, რომლებიც ცაში გაეშვება.
17:20 – 19:30 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
პროგრამა:
12:00-17:30 სახელოსნო, ბავშვთა გასართობი სივრცე: აქტივობები - სახის მოხატვა, თაბაშირის ფიგურების მოხატვა, კალიგრაფიული ბარათების შექმნა, სპორტული შეჯიბრებები, ილუზიის ოთახი.
12:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
12:00-19:30 სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
14:00-14:30 საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონია. კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
14:00-17:30 სახელოსნო, ბავშვთა გასართობი სივრცე: აქტივობები - ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქიმიური შოუ, კოსტუმირებული ანიმატორი, განძის ძიება, ქართული ცეკვის მასტერკლასი.
14:30-16:30 ადგილობრივი და დიასპორის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი:
- კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“,
- კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ბიჭუნათა ანსამბლი „მცხეთა“;
- თბილისის სტუდია „საუნდ ლაბი“;
- ქსნის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ქართული“;
- მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები;
- კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ხალხურ საკრავთა ანსამბლი.
- ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი და მისი სასწავლო სტუდია.
- ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი და მისი სასწავლო სტუდია.
16:30-16:50 კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი “შავნაბადა”.
17:30-19:30 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
ოზურგეთის მერიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება ოზურგეთში:
14:00 საათიდან - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო აქტივობები; პოპკორნისა და ბამბის ნაყინის კუთხე; ბატუტი; გიფერის კუთხე; ტერიტორიაზე იმოძრავებენ კოსტუმირებული ოჩო ფეხები; გიგანტური საპნის ბუშტების შოუ; გინესის რეკორდსმენი თავით ბურთის კენწვლაში - გოდერძი მახარაძე. ახალი რეკორდის დამყარება.
14:00-17:00 - ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა
17:05-17:10 - ჰიმნის - გაერთიანებული ანსამბლების შემადგენლობით
17:10-17:20 ჰიმნის შესრულებისას საბავშვო ანსამბლის წევრები სცენის წინ გაშლიან საქართველოს 10-მეტრიან დროშას; სცენის გვერდზე კი გაისვრის ფერადი ფოიერვერკი
17:20-19:30 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
20:30 საზეიმო ფოიერვერკი
რუსთავში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება თავისუფლების მოედანზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებულ სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩაერთვებიან.
პროგრამა:
12:00 – 18:00 - ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
14:00 – 15:30 - ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
11:00 – 19:00 - იმპროვიზირებული კაფე
13:00 – 17:00 - გამაგრილებელი სასმელების და კოქტეილების ბარი
13:00 – 16:00 - გასართობი ზონები: ზღაპრის კუთხე, ქვიშის აუზი, ხეზე ხატვის ვორქშოპი, 3D ფაზლები.
14:00 – 17:00 - ფლორისტების კუთხე
11:00- 16:30 სპორტული აქტივობები: საცოცი კედელი, გოლფის მოედანი, სამაგიდო თამაშები, კალათბურთის და ფეხბურთის მინი მოედნები.
14:00 – 15:00 - ილუზიონისტის შოუ;
15.00 – 15.30 - თითების თეატრის 2 წარმოდგენა
17:00 - ქორეოგრაფიული შოუ
17:10 საქართველოს ჰიმნი - გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის კაპელა, ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე
18.00 - 20.00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, რუსთაველის რკალის ტერიტორიაზე, 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება.
პროგრამა:
12:00 საათიდან - საგამოფენო სივრცე, შსს-ს სპეცტექნიკა, თემატური ინსტალაციები, საბავშვო გასართობი სივრცეები, თემატური ფოტო ზონები, კვების, კულტურულ - შემეცნებითი და გასართობი სივრცეები.
13:00 - 16:20 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
17:10 -17:15 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - ადგილობრივი ანსამბლი „ფაზისი“
18:00 - 20:20 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
ქუთაისში, ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის ეროვნული სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს ფოსტის ხელშეწყობით, ბალახვანის 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ, სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს მრავალფეროვანი ღონისძიებები დახვდებათ.
პროგრამა:
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
13:00 ორკესტრის მსვლელობა.
13:00-17:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა
13:00 - 17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა
14:00 - 17:00 იმერული ჯიშის ღვინოები - ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით
13:30-17:00 - საბავშვო სივრცე: გვირგვინების დაწვნის მასტერკლასი, სხვადასხვა თამაშები
13:15 – 15:00 - დღის კონცერტი - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით
17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა, საქართველოს ჰიმნი - ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი
17:20 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
12:00 – 19:00
წარმოდგენილი იქნება ქუთაისის აეროპორტის მთავარი არქიტექტურული კომპონენტებისგან შექმნილი საგამოფენო სივრცე, მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან, ფრენის სიმულაციის ოთახი, სხვადასხვა ვორქშოპები და გასართობი საბავშვო აქტივობები.
- აეროპორტების მულტიფუნქციური სივრცე: ბავშვებისა და უფროსებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები (მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, ჩამოაგდე ჯოხი, ლაბირინთი, მეგა ბიარ პონგი), VR, მასიური ჩემოდნების ფოტო ზონა, მოსასვენებელი კუთხე;
- აეროპორტების საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა/ფერადი სახლები (საჰაერო ბურთის ვორქშოპი, სასურათე სამახსოვრო ფორმების ვორქშოპი, თვითმფრინავის ვორქშოპი), საბავშვო ფოტოზონა.
- აეროპორტების სიმულაციის ოთახი: თვითმფრინავის კუდის იმიტირებული კუთხე, ოთახი ფრენის სიმულაციისთვის
12:00-19:00 ფოსტის საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა საქართველოს ფოსტის ლოგოს ორიგამის ვორქშოპი, მარკების არტ-ვორქშოპი, კონვერტის დამზადების ვორქშოპი, საბავშვო აქტივობები (ამანათების ჩალაგება, წერილების დახარისხება, აქტივობა: დაიჭირე კონვერტი)
ფოსტის მულტიფუნქციური სივრცე: ძველებური ფოსტის იმიტაცია, კალიგრაფისტის მიერ გრაგნილებზე ვიზიტორების სახელების დაწერა.
საქართველოს ფოსტის ანიმაციური გმირები, მასიური თოჯინები (ფოტოზონა); ბატიბუტისა და ბამბის ნაყინის კუთხე;
აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 მაისი სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
პროგრამა:
12:00 - მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, ბათუმში არსებული ქართველი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, დროშების ხეივანი, ინსტალაციები, საბავშვო ზონა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ფრაგმენტების კუთხე.
17:10 - საქართველოს ჰიმნი ცოცხალი შესრულებით - რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა
18:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.
საქართველოს ყველა რეგიონში, 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები, საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომელშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკოლოზობის დღესასწაულზე თბილისის (ჩუღურეთის) წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.
როგორც მეუფემ აღნიშნა, წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან...
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - ნიკოლოზობას, ღირსი შიო მღვიმელისა და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
როდესაც ვეცნობით ასეთი დიდი წმინდანების ცხოვრებას, მათ ღვაწლს, ჩვენ ვუკვირდებით მათი სიწმინდის თავისებურებებს და შთაგონებას ვიღებთ ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ყოველი მათგანი თავისებურია, განუმეორებელია, რადგან, საერთოდ, ყოველი ადამიანი განუმეორებელია; ზოგადად, სიწმინდეს არ გააჩნია რაიმე შაბლონი ან ტრაფარეტი. ამიტომ ჩვენ ვეძებთ მათში ამ თავისებურებას, რომ მივბაძოთ, განვახორციელოთ და გავხსნათ ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც განუმეორებელია და არ ჰგავს სხვისას. ქრისტიანული ცხოვრება და ღვაწლი არ შეიძლება იყოს სხვანაირი, რადგან სულიერი ცხოვრების მიზანია სულიწმინდის მოპოვება და ჩვენში ღვთის ხატების გახსნა. ეს არის მიზანი. ამიტომ უნდა ვბაძავდეთ წმინდანებს, ვინც ამას მიაღწია, მადლიც მოიხვეჭეს და მათში ბრწყინავს ხატება ქრისტესი, მაგრამ ბრწყინავს ყოველ მათგანში განსხვავებულად.
რა იყო წმინდა ნიკოლოზის სიწმინდის თავისებურება? მის ტროპარში რა სიტყვებს ვგალობთ ჩვენ?
„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვისჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითასიმდიდრე". ე.ი. ამ სიმდაბლეზეა საუბარი, იმ საოცარ სიმდაბლეზე, რომლითაც იგი ამაღლდა ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე. ეს ის სიმდაბლე და სიმშვიდეა, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ დილის ლოცვებში, საღამოს ლოცვებსა თუ სხვადასხვა ლოცვებში.
ძვირფასო ძმებო და დებო, რატომ არის ტროპარში ასე ხაზგასმული, რომ სიმდაბლით მოიპოვე სიმაღლე? იმიტომ, რომ სულიერ ცხოვრებაში არსებობს ღვთისგან დადგენილი ნორმები და კანონები; მხოლოდ ამ კანონებისა და სულიერი ნორმების შესრულებით შეიძლება მიაღწიო სიწმინდესა და სულიერებას.
ამ კანონთა შორის უპირველესი არის სულიერი კანონი სიმდაბლის შესახებ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან და, რა თქმა უნდა, ამას მოსდევს სიმშვიდეც. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.
მაშ, რა გვაკლია? სიმდაბლეც გვაკლია და სიმშვიდეც, მაგრამ სიმდაბლის მოპოვება რთულია, სიმშვიდის მოპოვებაც რთულია. ეს არის ჯვრის ზიდვა, მაგრამ გავიხსენოთ დღეს წაკითხული უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ვინც არ აღიღებს თავის ჯვარს და არ შემომიდგება, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 38). ამდენად, ჯვრის ზიდვა არის აუცილებელი, მაგრამ ეს დაკავშირებულია ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლასთან, ცოდვები კი შედეგია იმისა, რომ ჩვენ არ ვებრძვით ჩვენს ვნებებს; განსაკუთრებით, არ ვებრძვით ყოველივე იმას, რაც გვართმევს სიმდაბლეს, რაც ხელს გვიშლის სიმდაბლის და სიმშვიდის მოპოვებაში. ამ დროს კი გზა ქრისტესკენ მხოლოდ ამ თვისებებზე გადის.
წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ეს ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ვევედროთ წმინდა ნიკოლოზს, რომ გაგვაძლიეროს ამ გზაზე, ვნებებთან ბრძოლის გზაზე, ჩვენს ამპარტავნებასთან, ქედმაღლობასთან, არაწმინდებასთან, სხვადასხვა ვნებასთან და მეოხ გვეყოს, შეგვეწიოს, ევედროს უფალს, რომ ღმერთმა მოგვივლინოს სულიწმინდის მადლი, ჩვენი განმამტკიცებელი ამ გზაზე.
ასევე შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: იყავით წმინდა, როგორც მამა თქვენი წმინდა არს (ღმერთზეა საუბარი). რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი სიწმინდე ვერ გვექნება, როგორიც ამ დიდებულ წმინდანებს ჰქონდათ, მაგრამ ვალდებული ვართ, მივბაძოთ მათ და ამ სიწმინდის გზაზე ვიაროთ, თუ ვართ ქრისტიანები.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზმა გაგახაროთ, დაგლოცოთ. წმინდა ნიკოლოზის მადლით უფალმა დალოცოს ეს შესანიშნავი ტაძარი, სამღვდელოება ამ ტაძრისა; მამა მაქსიმე, მამებო, მადლობა დღევანდელი მსახურებისთვის. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. ქრისტე აღდგა!“, - განაცხადა მეუფე შიომ