მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„იგი სოხუმიდან იყო და ქვეყნის განსაცდელმა, ბუნებრივია, მასაც ტკივილიანი ცხოვრება არგუნა; თუმცა, განსაცდელები შემდეგშიც არ ტოვებდა, მით უმეტეს მღვდელმთავრის ხარისხში ყოფნისას.
ის, რომ იგი გამოირჩეოდა გულწრფელობით, უშურველობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, შემნდობი ხასიათით, სიყვარულით, განუკითხველობით… განსაკუთრებულად გამოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში. ამ თვისებების გამო შეიყვარა იგი ხალხმა ბორჯომშიც, თბილისშიც და საერთოდ, ყველგან, სადაც კი მას მოუწია მსახურება.
ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს, ხოლო სასულიერო პირებს, მის სამწყსოს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მომადლოს მშვიდობა და მიტროპოლიტ სერაფიმესათვის ლოცვის ძალა“, - აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და 112-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
112-ის ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას, გეკა გელაძე, ადგილზე გაეცნო 112-ის თბილისის ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორ გიორგი არსოშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა, რომლის მიმდინარეობისას ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 112-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარებას ისახავს მიზნად.
გეკა გელაძემ 112-ის თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკის დეტალებიც მოისმინა და მათ, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, წარმატება უსურვა.