შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, მოქალაქეების მხრიდან არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ზარის ინიციატორები მიუთითებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.
ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული რ.შ. და 2000 წელს დაბადებული ს.შ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 18-260-ე, 273-ე პრიმა და 18-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.