Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    „წამებით მაიძულეს“, - თბილისში დაკავებული 19 წლის ბრიტანელი ქალი დუმილს არღვევს
    Details
    ჟურნალისტური გამოძიება
    163
    4 h

    „წამებით მაიძულეს“, - თბილისში დაკავებული 19 წლის ბრიტანელი ქალი დუმილს არღვევს

    ირაკლი კობახიძე უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    167
    8 h

    ირაკლი კობახიძე უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა

    უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება -  სუს-ი
    Details
    პოლიტიკა
    169
    8 h

    უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი

    პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყვიტა
    Details
    პოლიტიკა
    211
    13 h

    პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყვიტა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    13076
    4 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    1010
    5 d

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    4626
    4 w

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

    Details
    ეკონომიკა
    13366
    5 m

    "ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება" - ირაკლი კობახიძე

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    გურიაში 2024 წელს 19 მაღალი რისკის ზონა გამოვლინდა – ყველაზე მეტი ჩოხატაურშია
    Details
    საზოგადოება
    118
    4 h

    გურიაში 2024 წელს 19 მაღალი რისკის ზონა გამოვლინდა – ყველაზე მეტი ჩოხატაურშია

    ყველა პირი, ვისაც აშშ-ს ვიზებზე განაცხადი შეაქვს, ვალდებულია … - საელჩო ვიზირების წესს ცვლის
    Details
    საზოგადოება
    155
    8 h

    ყველა პირი, ვისაც აშშ-ს ვიზებზე განაცხადი შეაქვს, ვალდებულია … - საელჩო ვიზირების წესს ცვლის

    სანდრო მამუკელაშვილი “ტორონტო რაპტორსში” ითამაშებს
    Details
    სპორტი
    224
    13 h

    სანდრო მამუკელაშვილი “ტორონტო რაპტორსში” ითამაშებს

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს
    Details
    კრიმინალი
    235
    13 h

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
6 m
329

ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია - პრემიერი

ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია, პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს გზავნილი ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნა ვეღარ დგება მათი მხრიდან დღის წესრიგში, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერია რეალურად მოსათხოვი. 
მეორე პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე პარტიული დღის წესრიგი. საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ 4-დან რომელიმე პარტიისადმი. ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება 4 პარტიისგან, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის არ უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანებს, საბოლოო ჯამში, უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა.

გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და გვინდა დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენი წარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითად ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები დასრულდება წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ განსხვავებულად ვხედავთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ დღეს არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები. გვინდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვინდა აქტიურად საუბრების დაწყება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ასევე ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ღირებულებებზე - სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს პირველ რიგში ღირებულებებზე დაფუძნებული. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაცია არ დაგვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომელიც თვისებრივად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ღირებულებებს. ვფიქრობთ, რომ აქაც არის სერიოზული თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან და ესეც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს “, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Share Article

More From ვერსია

  • საზოგადოება

    გურიაში 2024 წელს 19 მაღალი რისკის ზონა გამოვლინდა – ყველაზე მეტი ჩოხატაურშია

  • მსოფლიო ამბები

    ტრამპი ისრაელსა და ჰამასს შორის 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

  • ჟურნალისტური გამოძიება

    „წამებით მაიძულეს“, - თბილისში დაკავებული 19 წლის ბრიტანელი ქალი დუმილს არღვევს

  • პოლიტიკა

    ირაკლი კობახიძე უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა

  • პოლიტიკა

    უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი

  • საზოგადოება

    ყველა პირი, ვისაც აშშ-ს ვიზებზე განაცხადი შეაქვს, ვალდებულია … - საელჩო ვიზირების წესს ცვლის

  • სპორტი

    სანდრო მამუკელაშვილი “ტორონტო რაპტორსში” ითამაშებს

  • კრიმინალი

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს

  • ეკონომიკა

    ნახატების იმპორტით გაზრდილი ვაჭრობა, FDI-ის გადინება.. - როგორია UK-საქართველოს ეკონომიკური კავშირები?

  • პოლიტიკა

    პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყვიტა

VERSIA.GE