Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    რა წერილი დატოვა რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე
    Details
    პოლიტიკა
    273
    21 h

    რა წერილი დატოვა რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე

    პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა ვერც ამან გამოიღო შედეგი - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    350
    1 d

    პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა ვერც ამან გამოიღო შედეგი - ირაკლი კობახიძე

    რას სთავაზობს პრეზიდენტი მსჯავრდებულ ლიდერებს
    Details
    პოლიტიკა
    659
    3 d

    რას სთავაზობს პრეზიდენტი მსჯავრდებულ ლიდერებს

    კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა  ელჩის დანიშვნის თაობაზე - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    701
    3 d

    კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა ელჩის დანიშვნის თაობაზე - პრემიერი

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    372
    1 d

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    13871
    4 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    1800
    1 w

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    5423
    1 m

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავეს -  7 არასრულწლოვანია
    Details
    კრიმინალი
    49
    3 h

    არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავეს - 7 არასრულწლოვანია

    Details
    კრიმინალი
    291
    10 h

    "ზარალას" 70 000 - ლარიანი გირაო შეუფარდეს

    პროკურატურა
    Details
    კრიმინალი
    320
    14 h

    პროკურატურა "ზარალას" პატიმრობას ითხოვს

    „სპორტინგში“ პირველად ვითამაშებ ჩემპიონთა ლიგაში, ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდი - ქოჩორაშვილი
    Details
    სპორტი
    284
    17 h

    „სპორტინგში“ პირველად ვითამაშებ ჩემპიონთა ლიგაში, ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდი - ქოჩორაშვილი

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
2 m
924

მიხეილ ყაველაშვილი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

„ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. პრეზიდენტი ასევე, შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.

ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ისაუბრეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგს, მშვიდობასა და სტაბილურობას. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში, სამივე ქვეყანას შორის, აღნიშნულ ფორმატში მუშაობა კვლავ გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

პრეზიდენტი ერევანში ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თბილისმა უმასპინძლა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონის კეთილდღეობისთვის ამ ფორმატში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დიალოგსა და თანამშრომლობას.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Share Article

More From ვერსია

  • კრიმინალი

    არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავეს - 7 არასრულწლოვანია

  • კრიმინალი

    "ზარალას" 70 000 - ლარიანი გირაო შეუფარდეს

  • კრიმინალი

    პროკურატურა "ზარალას" პატიმრობას ითხოვს

  • სპორტი

    „სპორტინგში“ პირველად ვითამაშებ ჩემპიონთა ლიგაში, ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდი - ქოჩორაშვილი

  • მსოფლიო ამბები

    ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

  • ეკონომიკა

    აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით - თურნავა

  • პოლიტიკა

    რა წერილი დატოვა რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე

  • კრიმინალი

    თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი - შსს-ს განცხადება

  • პოლიტიკა

    პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა ვერც ამან გამოიღო შედეგი - ირაკლი კობახიძე

  • კრიმინალი

    რა ინფორმაციას ავრცელებს შსს "ზარალას" დაკავებასთან დაკავშირებით

VERSIA.GE