Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

"სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 120:105 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 20 წუთში 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. იგი გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში ამ რაოდენობის აღებული ქულები დააგროვა, ასევე მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 20-ზე ნაკლებ წუთში ყველაზე მეტი (34) ქულა დააგროვა.

NBA-ის ისტორიაში აქამდე სულ 3 შემთხვევა იყო, როცა მოთამაშემ 30+ქულის დაგროვება 20 წუთზე ნაკლებ დროში მოახერხა. 

"ვერსია" გთავაზობთ, ყველასათვის საყვარელი კალათბურთელის შესახებ სხვადასხვა საინტერესო დეტალებს, ეს სტატია კი დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ რეკორდსმენი სპორტსმენი, რომელიც თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა!

ვინ არის სანდრო მამუკელაშვილი და რა გზა გაიარა მან უდიდეს წარმატებამდე

ქართველი პროფესიონალი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი სან-ანტონიო სპურსში თამაშობს. იტალიაში ახალგაზრდულ კლუბებში თავის გამოჩენის შემდეგ, სანდრომ ჩააბარა მონტვერდეს აკადემიაში. სეიტონ ჰოლის კოლეჯში თამაშისას, მაჯის დაზიანების გამო რამდენიმე კვირის გამოტოვებისდა მიუხედავად, მამუკელაშვილი მატჩში საშუალოდ 11.9 ქულას აგროვებდა.

სანდრო მამუკელაშვილი დაიბადა ნიუ-იორკში, ხოლო გაიზარდა თბილისში, საქართველო. მისი ბებია, ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი იყო. მამუკელაშვილის ცხოვრებაში კალათბურთი მისი უფროსი ძმის, დავითის წყალობით გამოჩნდა, მისთვის მისაბაძ კალათბურთელად კი ქართველი ზაზა ფაჩულიაა მიჩნეული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისას ქართველი კალათბურთელი ჩიკაგოში იმყოფებოდა მის დეიდასთან, ცნობილ პიანისტ ეთერ ანჯაფარიძესთან. მისი ძმა, დავითი ამჟამად ინგლისურის მასწავლებელია ბლაირის აკადემიაში, ნიუ-ჯერსიში.

14 წლის ასაკში მამუკელაშვილი გადავიდა ბიელაში, იტალია და სწორედ აქ ჩააბარა უმაღლეს სკოლაში. გუნდთან ერთად მამუკელაშვილი მონაწილეობდა 17 წლამდე, 18 წლამდე და 19 წლამდე გუნდებში და ის გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარა. მამუკელაშვილის თქმით, იტალიაში გადასვლა მისთვის მარტივი არ ყოფილა, მაგრამ კლუბმა და მწვრთნელმა, ფრედერიკო დანამ მისთვის ყველაფერი შესაძლებელი გახადეს. 2016 წელს სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და საკალათბურთო სასწავლებელში, მონტვერდეს აკადემიაში ჩააბარა. კოლეჯში ის ნიუ-იორკ ნიქსის კალათბურთელ არ-ჯეი ბარეტთან ერთად თამაშობდა. მონტვერდეში ყოფნისას ზაზა ფაჩულია ახალგაზრდა ქართველის მენტორი გახდა და მას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთი მოთამაშე, მათ შორის სტეფან კარი გააცნო. გრენსბორო დეის კოლეჯის წინააღმდეგ თამაშში, რომელიც ანგარიშით 72–45 დასრულდა, მამუკელაშვილმა 11 ქულის მოგროვება შეძლო და გუნდს ჩემპიონატის ფინალში გადასვლაში დაეხმარა. 2017 წლის 20 აპრილს მამუკელაშვილი სეტონ-ჰოლ პირატსის წევრო გახდა და USC-ის, სამხრეთ კაროლინა გეიმკოკსისა და ვანდერბილტ კომოდორესის შეთავაზებებზე უარი განაცხადა. მან პირატსი მისი უმაღლესი სკოლის მწვრთნელის, კევინ ბოილის გამო აირიჩია, რომელსაც, თავის მხრივ, სეტონ ჰოლის მწვრთნელთან, კევინ ვილარდთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. გადაწყვეტილების მიღებაში წვლილი შეიტანა იმ ფაქტმაც, რომ მამუკელაშვილის ძმა, დავითი კოლეჯის მიმდებარედ ცხოვრობდა სანდრო მამუკელაშვილი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, ქართულად, რუსულად და იტალიურად.

პროფესიონალური კარიერა

მამუკელაშვილ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021 წლის დრაფტზე მეორე რაუნდში აირჩია ინდიანა პეისერსმა 54-ე ნომრად. ის მოგვიანებით მილუოკი ბაქსში გაუშვეს დრაფტის მე-60 ნომერთან, გეორგიოს კალატსაკისთან ერთად. მათ სანაცვლოდ პეისერსს დრაფტის 31-ე ნომერი, აიზაია ტოდი დაემატა. 2021 წლის 4 აგვისტოს მამუკელაშვილმა ბაქსთან ორმხრივი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის თანამხმად ქართველის სათამაშო დრო ბაქსსა და NBA-ის განვითარების ლიგაში არსებულ ვისკონსინ ჰერდში.2021 წლის 19 ოქტომბერს შედგა მამუკელაშვილის დებიუტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას ქართველი სათადარიგოთა სკამიდან შეუერთდა და მოხსნა და შედეგიანი გადაცემა მიითვალა (ამ მატჩში მილუოკი ბაქსმა 127-ით 104 გაიმარჯვა). 26 ოქტომბერს ის ვისკონსინ ჰერდს შეუერთდა. 29 ნოემბერს, ჰერდთან ერთად გამართულ შეხვედრაში მამუკელაშვილმა 28 ქულა, ექვსი მოხსნა, სამი გადაცემა, სამი ბლოკი და ერთი მოპარვა დააგროვა უინდი სიტი ბულზის წინააღმდეგ.ავად ყოფნის გამო მან 2021 წლის დეკემბერში ორი მატჩი გამოტოვა.

2023 წლის 1 მარტს მილუოკი ბაქსმა მამუკელაშვილი გაუშვა

ეროვნული ნაკრები

სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის ივლისში შედგა 2019 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ის ასევე მონაწილეობდა ფიბას 20 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებთან ერთად. ევროპის ჩემპიონატის დროს მამუკელაშვილის საშუალო მაჩვენებელი იყო: 8.7 ქულა, 7.0 მოხსნა და 1.7 გადაცემა.