ახალგაზრდულ ბანაკში  მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო!
სამგორის რაიონის გამგეობა აცხადებს მიღებას ხუთდღიან ახალგაზრდულ ბანაკში "ეფექტური კომუნიკაცია და პიროვნული განვითარება". პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შეეძლებათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განივითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარი აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად, ასევე, გაიუმჯობესონ ლიდერული თვისებები.
ბანაკი დაბა ბაკურიანში მოეწყობა და ინტერაქციულ ფორმატში წარიმართება, რაც ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობას მოიცავს.
ბანაკის თემატური მიმართულებებია: 
 -პიროვნული და გუნდური წარმატება
 -ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
 -სტრესული სიტუაციის მართვა
 -ინტერპერსონალური კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა
-მონაწილეობის მსურველები აპლიკაციის შევსებას 21 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ. 
https://shorturl.at/8z5qs
 ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება 7-დან 11 მარტის ჩათვლით;
-მინიმალური მოთხოვნები: 
-მონაწილეთა ასაკი: 16-დან 20 წლის ჩათვლით 
-მონაწილეობის მსურველი რეგისტრირებული უნდა იყოს სამგორის რაიონში
-მონაწილეობის მსურველმა აუცილებლად უნდა შეავსოს აპლიკაცია სრულყოფილად: მონაწილეებს დაუკავშირდებიან  რეგისტრაციის პარალელურად. https://shorturl.at/BkCtY
აპლიკაციის შევსების შემდეგ, მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრებით. 
მონაწილეთა მგზავრობას, სასტუმროში განთავსებასა და კვებას სამგორის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.