Light
Dark
Share
Listen On

ინტერნეტში შოპინგი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ მას თან სდევს გარკვეული რისკები. უცნობ ვებ-გვერდებზე შოპინგის დროს შესაძლოა აღმოჩნდეთ კიბერკრიმინალების სამიზნედ, ხოლო სუსტი პაროლები, საჯარო Wi-Fi და სოციალურ ქსელში ზედმეტი ინფორმაციის გაზიარება თქვენი პირადი და ფინანსური მონაცემების დაკარგვას გამოიწვევს. ამ სტატიაში გაეცნობით პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ონლაინ უსაფრთხოების შენარჩუნებაში და კიბერკრიმინალებისგან თავდაცვაში.


არ იშოპინგოთ უცნობ ვებ-გვერდებზე, რომელთა შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოიძიებთ (დააყენეთ ეჭქვეშ ავტორიტეტი)


ადვილია აღფრთოვანდე, როცა ბევრ საინტერესო ნივთს იპოვი ინტერნეტში, მაგრამ დიდი სიფრთხილე გმართებთ, სანამ დააწკაპუნებთ ღილაკს „კალათაში დამატებას“ ან „შეძენას“. თუ თქვენ მოხიბლული ხართ შემოთავაზებებით უცნობ სავაჭრო საიტზე, ან დააწკაპუნეთ ძიების შედეგზე პირდაპირ URL-ის შეყვანის ნაცვლად, შესაძლოა გახდეთ კიბერკრიმინალის მსხვერპლი. მაშ, როგორ შეგიძლიათ უსაფრთხოდ იშოპიინგოთ ონლაინ? დაიცავით ყოველი ტრანზაქცია თავიდან ბოლომდე, მოიძიეთ ინფორმაცია და საკონტაქტო ნომრები აღნიშნულ საიტზე და დააკვირდით რამდენად სანდოდ გამოიყურება იგი. გაეცანით მათ შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციას და არ გადაიხადოთ თანხა აჩქარებულად. თუ თქვენ არასოდეს ეჭვქვეშ არ აყენებთ თქვენს მიერ მონახულებული გვერდების ლეგიტიმურობას, შეიძლება დაკარგოთ ფული და მონაცემები კიბერკრიმინალებისთვის. ასევე მოერიდეთ უჩვეულო რეკლამებს და ბმულებს უცნობი ელ.ფოსტის ან ტექსტური გამომგზავნისგან.


არ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი პაროლი ყველგან


თუ საკმარისად არ ფიქრობთ თქვენს პაროლებზე, ჰაკერებმა შეიძლება მოიპარონ თქვენი ფული და თქვენი ონლაინ იდენტურობა. მრავალი პაროლის გამოყენებით, თქვენ მათ ერთი სიტყვით შეუშლით თქვენს მთელ ონლაინ სამყაროში წვდომას. ასევე მნიშვნელოვანია ძლიერი პაროლების მოფიქრება. 

ნუ გახდებით ზედმეტად სოციალური


თუ სოციალური ქსელები საჯაროზე გაქვთ დაყენებული ან მეგობრებში დამატებული გყავთ ისეთი ადამიანები, რომელთაც  არ იცნობთ,  მნიშვნელოვანი და დეტალური ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება საშიში იყოს. როდესაც აქვეყნებთ პირად ფაქტებს, როგორიცაა თქვენი სახელი, სკოლის ან ოჯახის ისტორია, თქვენ პასუხობთ პაროლის უსაფრთხოების კითხვებზე. დაარეგულირეთ თქვენი კონფიდენციალურობის კონტროლი, რათა შეზღუდოთ ადამიანები, რომლებიც ხედავენ თქვენს ინფორმაციას.


კარგად გაეცანით ვებ-გვერდების მიერ შემოთავაზებულ კონფიდენციალურობის პირობებს


დღესდღეობით ყველას ეზარება და იმდენი დრო თითქმის არავის  აქვს, რომ კონფედენციალურობის პირობები და ვებ-გვერდების მიერ წარმოდგენილი მსგავსი დეტალები ყურადღებით წაიკითხოს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ონლაინ ბიზნესი სარგებლობს ამით. როდესაც თქვენ ეთანხმებით მათ წესებსა და პირობებს მათი წაკითხვის გარეშე, შეგიძლიათ გაუცნობიერებლად დაუთმოთ თქვენი ონლაინ კონფიდენციალურობა კომპანიას და მის ფილიალებს.

ეცადეთ არ გამოიყენოთ საჯარო Wi-Fi


კიბერკრიმინალებს უყვართ საჯარო Wi-Fi-ის თვალთვალი და მომხმარებლების ამ გზის მეშვეობით მოტყუება. შეხედეთ ეჭვით ყველა Wi-Fi ბმულს და გამოიყენეთ VPN (ვირტუალური პირადი ქსელი) მნიშვნელოვანი მონაცემების დასაშიფვრად. დარწმუნდით, რომ თქვენი კავშირი სრულიად უსაფრთხოა, როდესაც რაიმეს ყიდულობთ და საბანკო მონაცემებს ავსებთ ონლაინ. გამოიყენეთ თქვენი მობილური ტელეფონის ქსელის ინტერნეტი მნიშვნელოვანი ტრანზაქციებისთვის.