როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციისგან - ყველაფერი FAKE NEWS-ის შესახებ

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფეიკ ნიუს (fake news)- ანუ ყალბი ამბავი, ცრუ  ან დამახინჯებული ფაქტების შემცველი ინფორმაცია.  საქართველოში იმდენად აქტუალურ ტერმინად იქცა, რომ სადაცაა ბარბარიზმის სახით დამკვიდრდეს. ზუსტი განმარტება სიტყვა - სიტყვით გადათარგმნის გარდა, ჯერჯერობით, არ აქვს მინიჭებული, თუმცა სავარაუდოა, რომ სულ მალე ამ ორ სიტყვას თავისი განმსაზღვრელი შინაარსი ექნება და მისი განმარტება მოკლე სახით ასეთი იქნება: ფეიკ ნიუსი (fake news) - მასმედიაში გავრცელებული ცრუ ან ნახევრად სიმართლის შემცველი ინფორმაცია.

ყალბი ამბავი პირველწყაროდან ძირითად შემთხვევაში გამიზნულად ვრცელდება და იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც მას დაუფიქრებლად ავრცელებდნენ. ის, ძირითადად, რომელიმე განსაზღვრული ადამიანთა ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. ყალბი ამბების რეგულირება საკმაოდ რთული საკითხია. ინფრომაციის დაფარვის სივრცე ძალიან დიდია და შესაბამისად, მისი შეკავება რთული. ყალბი ინფორმაციები შინაარსობრივადაც ძალიან განსხვავდებიან. ყველაზე ძნელი კი მათი გამავრცელებლის იდენტიფიცირებაა. შესაძლებელია ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელს უჩივლოთ და ამაზე მან პასუხი აგოს. თუმცა, სოციალურ ქსელებში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, შესაბამისად, ეს ისეთი ფართო და რთული თემაა, შეუძლებელია კანონმა წინასწარ ვინმეს რამის გამოხატვა აუკრძალოს ან ინტერნეტ სივრცეს შეზღუდვები დაუწესოს. ყალბი ინფორმაციის ასპექტებში თუ რამოდენიმე კატეგორიას გამოვყოფთ, განსაკუთრებით რთული შეიძლება იყოს რამოდენიმე სახის ყალბი ინფორმაციის ამოცნობა. მაგალითად: განზრახ გავრცელებული, შეცდომაში შემყვანი ამბები, რომლებიც მიზანმიმართულადაა შექმნილი კონკრეტული პიროვნების, ჯგუფების ან პოლიტიკური ძალის მიმართ. რთულია ასევე იმ ყალბი ინფორმაციის ამოცნობა, რომლის ნაწილიც შეიძლება სიმართლეს შეიცავს, თუმცა პირველწყაროდან  გავრცელებული ფაქტები არის დამახინჯებული. სპეციალურადაა ამოჭრილი ციტატები, ფრაგმენტული ვიდეოები და შემოკლებული დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერები. არის ფაქტები, რომელთა გამოძიება და გადამოწმებაც ინფორმაციის მიმღებია საზოგადოებისთვის შეუძლებელია, რაც უფრო ართულებს ინფორმაციის ნამდვილობის განსაზღვრას. ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები ზოგ სტატიაში თუ სიუჟეტში რიცხვებითაც მანიპულირებენ. რაიმე საკითხთან მიმართებაში იყენებენ რიცხვობრივ მონაცემებს და ფორმულებს, რაც შეიძლება ნაწილობრივ სწორი იყოს, თუმცა თემის კონტექსტიდან ამოვარდნილი და დროში აცდენილი. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ის. ამისათვის შეიძლება რამოდნიმე ხერხი გამოგვადგეს:

აუცილებლად დააკვირდით ვინ არის ინფორმაციის ავტორი, რამდენად სანდო და ნაცნობია ეს გვერდი, მედიასაშუალება თუ კონკრეტული პიროვნების „ექაუნთი“. ავრცელებენ თუ არა, იგივე ინფორმაციას სხვა მედიასაშუალებებიც. ყურადღება მიაქციეთ წყაროებს, თუ რა ინფორმაციაა გამოყენებული მასში და რამდენად შეესაბამება ისინი სიმართლეს. მითითებულია ვინ არის გამავრცელებელი ანუ პირველწყარო თუ თავადაა ინფორმაციის პირველი ავტორი. ნუ გამოიტანთ დასკვნებს სათაურით, ბოლომდე წაიკითხეთ მასალა. ხშირად სათაურში მოყვანილი ტექსტი საერთოდ არ ემთხვევა ძირითადს. დააკვირდით თარიღს, თუ როდის არის ინფორმაცია გავრცელებული და ასევე გადაამოწმეთ სხვადასხვა გევრდების საშუალებით კონკრეტული ფოტოს თუ ვიდეოს ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის პირველი თარიღი. გამოიყენეთ ინტერნეტის არქივები. ამისათვის სხვადასხვა დამხმარე საიტები არსებობს, რომლებსაც დეტალურად განვიხილავთ.

ვიზუალური მანიპულაცია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. 21-ე საუკუნეში ადამიანებს სოციალურ ქსელებში, ასე ვთქვათ, ეზარებათ დიდი ტექსტების კითხვა, ამიტომ მათი ყუადღების მისაპყრობათ ფოტო და ვიდეო მანიპულაციის ხერხს იყენებენ. ასევე ფოტო და ვიდეო უფრო დამაჯერებელ ეფექტს ქმნის და მაყურებელს ეს ყველაფერი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებული სიმართლე ჰგონია. დღეს ინტერნეტში ბევრი დამონტაჟებული და საზოგადოებასთან არასწორად მიწოდებული ფოტო-ვიდეო მასალა მოიძებნება. ფოტო-ვიდეო მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად რამოდენიმე საიტი არსებობს, სადაც  შეგვიძლია, გადავამოწმოთ ფოტოს ატვირთის პირველწყარო. როგორი იყო ის მანამ, სანამ დაამონტაჟებდნენ და როდის აიტვირთა ინტერნეტში პირველად. ფოტოს და ვიდეოს გადამოწმება შეიძება რეულური ფაქტების რეკონსტრუირებაში დაგვეხმაროს. ამის მეშვეობით გავიგებთ, მათი რა ნაწილია დამუშავებული და ვის ან რა განზრახვა ამოძრავებდა. ფოტოს გადამოწმების ყველაზე მარტივი ხერხია Google Image Search -ის საძიებო სისტემაში ფოტოს ატვირთვა. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, მოიძიოთ მისი იდენტური ფოტო, მასთან დაკავშირებული ტექსტი და ვებ გვერდები, სადაც ფოტოა განთავსებული.

Baidu ჩინური საძიებო საიტია, რომელსაც მრავალ ფუნქციასთან ერთად ფოტოების ძიებაც შეუძლია. მესამე საძიებო საიტი, რომელიც დაგეხმარებათ tineye.com-ია, რომელიც ფოტოს მთელ ისტორიას გიჩვენებთ. რაც შეეხება ვიდეოებს, მათი პირველად ატვირთვის თარიღის გაგება Amnesty International-ის პროგრამით, Youtube Data Viewer-ით შეგიძლიათ.  დააკვირდით ვიდეოში თითოეულ მომენტს და წარწერას. გამოიძიეთ, ვინ არის მისი ამტვირთავი და რამდენად სანდო პიროვნებად შეიძლება, მიიჩნიოთ. რამდენი გამომწერი და მნახველი ჰყავს, რა სახის ვიდეოებს ავრცელებს ყველაზე ხშირად და რა იდეოლოგიას ემხრობა.

მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ვხედავთ ფეიკ ნიუსი უდიდეს პრობლემად და გამოწვევად რჩება.  ამიტომ, მისი ამოცნობისთვის საჭირო ხერხების ცოდნა, თითოელი ადამიანისთვის საჭირო და აუცილებელია. 

 

ავტორი: ია გრიგალაშივილი