საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ფინანსურ დარღვევებს გენერალური პროკურატურა გამოიძიებს

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ დასკვნების შეხსენებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. მათ შორის მოხვდა 2020-2021 წლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი ფინანსური დარღვევები, რომლებიც შარშან დეტალურად განვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური 23 მუნიციპალიტეტის დაფინანსებითა და შესყიდვებით დაინტერესდა. შესაბამისობის აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებასა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულშესყიდვებს ეხებოდა 2020-2021 წლებში.

 

ხარვეზები აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებაში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონშეუსაბამოდ იყო გაცემული დამატებითი ანაზღაურება. მაგალიტად, მესტიის, მცხეთის, კასპისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, 2020-2021 წლებში, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონმდებლობის შეუსაბამოდ გაიცა დამატებითი ანაზღაურება, ჯამში - 64 600 ლარის ოდენობით.

„განხორციელებული აუდიტის ფარგლებში შემოწმებულ 23 მუნიციპალიტეტში, 2020-2021 წლებში, შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 81.366.3 ათასი ლარი, მათ შორის, დანამატი - 750.9 ათასი ლარი, ხოლო ფულადი ჯილდო - 1.144.0 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის, ცაგერისა და ხონის მუნიციპალიტეტებს თანამდებობრივი სარგოს გარდა, დამატებითი ანაზღაურება არ გაუციათ. 2020 წელს, დანამატი გაცემულია 17 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ხუთმუნიციპალიტეტში გაცემულია ფულადი ჯილდო. 2021 წელს, დანამატი გაიცა 18 მუნიციპალიტეტში, 12 მათგანში გაცემულია ფულადი ჯილდოც“, -ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორების მიერ შემოწმებული 23 მუნიციპალიტეტიდან ოთხში, 2020-2021 წლებში,პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონმდებლობის შეუსაბამოდ გაცემულია დამატებითი ანაზღაურება სახელფასო დანამატისადა ჯილდოს სახით, ჯამში − 64.6 ათასი ლარის ოდენობით, კერძოდ: მესტიის მუნიციპალიტეტში,2020-2021 წლებში, პოლიტიკური თანამდებობის შვიდპირზე გაცემულია 19.2 ათასი ლარი - დანამატის, ხოლო 17.2 ათასი ლარი - ფულადი ჯილდოს სახით; მცხეთის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს, პოლიტიკური თანამდებობის 22 პირზე გაცემულია 21.4 ათასი ლარის ფულადი ჯილდო; კასპის მუნიციპალიტეტში,2020-2021 წლებში პოლიტიკური თანამდებობის ორპირზე გაცემულია დანამატი 5.2 ათასი ლარის ოდენობით; წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს პოლიტიკური თანამდებობის ერთ პირზე გაცემულია დანამატი 1.6 ათასი ლარი ოდენობით.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად, მესტიის, მცხეთის, კასპისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე დამატებითი ანაზღაურება გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ. საჭიროა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა გაატარონ სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში დასაბრუნებლად.

 

სხვადასხვა დარღვევები

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დარღვევებია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა დადგენილ ნორმაში. მაგალითად, სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებში, დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად დაქირავებული იყო დადგენილ ნორმაზე მეტი პირი; ზოგ შემთხვევაში დაქირავებულთა ფუნქცია-მოვალეობები საჯარო მოსამსახურეების ფუნქციის იდენტური ან/და დაუსაბუთებელი გახლდათ. აქედან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების დროს,მუნიციპალიტეტები მოქმედებდნენ არა თვითმმართველი ერთეულის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ კონკრეტული პირების დასაქმების მიზნით.

„სახელმწიფო აუდიტორებმა საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად ანაზღაურებული ხარჯებიც გამოავლინეს. მაგალითად,მუნიციპალიტეტებმა, 2020-2021 წლებში,საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად3.117.8 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები გამოავლინეს მივლინების პროცესშიც. მაგალითად, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. არსებობს რისკი, რომ ზოგ შემთხვევაში, მივლინების საჭიროება განსაზღვრული არ არის თვითმმართველი ერთეულის საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტები სამივლინებო თანხებს იყენებდნენ არარაციონალურად.

რაც შეეხება დოკუმენტურად დაუსაბუთებელწარმომადგენლობით ხარჯებს, აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ზოგ შემთხვევაში,მუნიციპალიტეტებმა სტუმრების კვების ხარჯები გასწიეს კონკრეტული ღონისძიებისა და თვითმმართველი ერთეულის ინტერესების საჭიროების გარეშე. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ხარჯები არაეკონომიურია, რადგან მოსალოდნელ შედეგებზე გავლენა ვერ დგინდება.

ხარვეზები გამოვლინდა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაშიც. აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებმა ვერ დაასაბუთეს, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი იყვნენ, პირველ რიგში, საკუთარი შრომითი რესურსი გამოეყენებინათ, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დარღვევები სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებში

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით,მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ ერთგვაროვანი მეთოდი გამარტივებული წესით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულების დასათვლელად. მათ მიერ პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა მიდგომა რისკის შემცველია და შესაძლებელია, იწვევდეს თანხების ზედმეტად ანაზღაურებას. გამარტივებული შესყიდვის დროს, მუნიციპალიტეტები ვერ იცავენ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ფასად მიწოდების პირობას.

„2020-2021 წლებში, 40.0 ათას ლარს ზემოთ ღირებულების სამშენებლო სამუშაოები გამარტივებული წესით შესყიდული აქვს 18 მუნიციპალიტეტს. კერძოდ, სულ გაფორმებულია 180 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით - 34.881.2 ათასი ლარი.  მუნიციპალიტეტებმა შეისყიდეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და სხვა სამუშაოები. გამარტივებული შესყიდვის დროს, სამუშაოს/საქონლის/მომსახურების მიწოდების ფასი დგინდება არაკონკურენტულ გარემოში, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. შესაბამისად, შესაძლოა, შესყიდვაგანხორციელდეს არასაბაზრო ფასად. სწორედ ამ რისკებიდან გამომდინარე, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება მიმწოდებელს უნდა აუნაზღაურდეს შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით“.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის პროცესი.გამოვლინდა, რომ მერიებს ამ მიზნით რაიმე წესი/მეთოდი შემუშავებული არ აქვთ. შესაბამისად, არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა, რომელიც პროცესს სანდოს და კონტროლირებადს გახდის. მუნიციპალიტეტები სამუშაოების რეალური ღირებულების დასადგენად ძირითადად იყენებენ რამდენიმე მიდგომას, რომლებიც სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის რისკის შემცველია, კერძოდ: მუნიციპალიტეტები მიმწოდებლებზე თანხის ანაზღაურების დროს არ ითვალისწინებდნენ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს - მიმწოდებლებისაგან არ ითხოვდნენ დოკუმენტაციას ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ და ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების შესაბამისად.

„შედეგად, სამმა მუნიციპალიტეტმა, 36 ხელშეკრულების ფარგლებში, 3.549.5 ათასი ლარი აანაზღაურა ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე. კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში,ათი ხელშეკრულების ფარგლებში,მიმწოდებლებისათვის ანაზღაურებულია 1.127.1 ათასი ლარი, ხოლო გაწეულმა ფაქტობრივმა დანახარჯებმა 1.062.9 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურებულია 64.2 ათასი ლარი;  ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის − ორი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ზედმეტად ანაზღაურებულია 8.2 ათასი ლარი. ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულად შესწავლის შემთხვევაში, ზედმეტად ანაზღაურებული თანხა შესაძლოა გაიზარდოს“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მუნიციპალიტეტები სამუშაოების ფაქტობრივ დანახარჯებს და ღირებულებას განსაზღვრავდნენ საექსპერტო დასკვნების საფუძველზე. კერძოდ, 15-მა მუნიციპალიტეტმა 144 ხელშეკრულების ფარგლებში,ამ ფორმით აანაზღაურა 31.331.7 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შემდეგი: ზოგ შემთხვევაში საექსპერტო დასკვნები არ შეიცავს ინფორმაციას სასაქონლო ზედდებულების, ხელფასის უწყისების, ტრანსპორტის დაქირავებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენის შესახებ ან/და ექსპერტიზის მიერ ფაქტობრივი დანახარჯები არასათანადოდ არის დათვლილი.

„სახელშეკრულებო ღირებულება დგინდებოდა შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების მიხედვით, რაც შესაძლებელია, არ ემთხვეოდეს ფაქტობრივ დანახარჯებს. კერძოდ, ოთხი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო თუ არა შესწავლილი მთავრობის დადგენილების შესაბამისად და მუნიციპალიტეტს მოსთხოვა მიმწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ თერჯოლის, საგარეჯოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა, შვიდი ხელშეკრულების ფარგლებში, საერთო ღირებულებით - 558.8 ათასი ლარი, მიმწოდებლებს ზედმეტად აუნაზღაურეს, არანაკლებ, 28.6 ათასი ლარი“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ ერთგვაროვანი მეთოდი გამარტივებული წესით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულების დასათვლელად. მათ მიერ პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა მიდგომა რისკის შემცველია და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურებას. კერძოდ, 2020-2021 წლებში, 20 ხელშეკრულების შემთხვევაში - 101.0 ათასი ლარი ანაზღაურებულია ზედმეტად; ერთი ხელშეკრულებისათვის - 75.2 ათასი ლარი, ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის გარეშე, ხოლო ათი ხელშეკრულებისათვის - 61.8 ათასი ლარი, კერძო პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტებით.

 

ხარვეზები შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შიდა აუდიტის სამსახურებს სათანადოდ არ შეუსწავლიათ ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ გამოუვლენიათ სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუციათ შესაბამისი რეკომენდაციები. შიდა აუდიტის სამსახურებმა ვერ უზრუნველჰყვესმერიების საქმიანობის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვისა და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.

„წალკისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში შიდა აუდიტის სამსახურს თავისი მოვალეობები არ შეუსრულებია და არ ფუნქციონირებდა. კერძოდ,2020-2021 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ წარადგინა წლიური და სტრატეგიული გეგმები, არ ჩაუტარებია არც ერთი აუდიტორული შემოწმება, არ შეუდგენია აუდიტორული ანგარიშები და არ გაუცია რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში დამტკიცებული საშტატო ნუსხების შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო ორი თანამშრომელი, რომელთაც შრომის ანაზღაურების სახით აღებული აქვთ 42.1 ათასი ლარი“.

სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურს, 2020 წელს არ შეუდგენია სამოქმედო გეგმა, არ ჩაუტარებია არც ერთი აუდიტორული შემოწმება და არ გაუცია რეკომენდაცია, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო პანდემიით. 2021 წელს, გეგმით გათვალისწინებული ოთხის ნაცვლად, სამსახურმა ჩაატარა ორი აუდიტორული შემოწმება. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო ორითანამშრომელი, რომელთაც შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ 23.2 ათასი ლარი. 13 მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტის სამსახურს არ აქვს შესრულებული წლიური გეგმით გათვალისწინებული აუდიტორული შემოწმებები.

 

ავტორი: მაკა რუხაძე