სოფელი-მოჩვენება ტურისტებს იზიდავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში, შენიანგის მთისწინეთში მდებარე სოფელი-მოჩვენება ტურისტებისთვის, რომლებსაც ახალი შთაბეჭდილებების მიღება სურთ, შესანიშნავი ადგილია. უძრავი ქონების კომპლექსი State Guest Mansions, რომელიც 250 მდიდრული ვილისგან შედგება, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს. სამშენებლო გიგანტმა - Greenland Group-მა ეს პროექტი მდიდრების თავშესაფრად ჩაიფიქრა და სამუშაოები 2010 წელს დაიწყო.

ვილები ევროპულ სტილში აშენდა, რომლებსაც მარმარილოს იატაკები და მოოქროვილი ჭაღები ამშვენებთ, თუმცა 2018 წელს, მოულოდნელად ეს ადგილი მიატოვეს, რასად ადგილობრივები კორუფციას უკავშირებენ. მიტოვებული სოფელი კი საშინელი სანახავია. ახლა ამ მოჩვენება-დასახლებას ადგილობრივი ღარიბი ფერმერები იყენებენ - დანგრეულ შენობებსა და ავტოფარეხებში პირუტყვის სადგომები აქვთ მოწყობილი.