დასასვენებლად საუკეთესო ქვეყნები დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საერთაშორისო პრემია Travellers’ Choice Awards-ის შედეგებით, 2023 წელს, საუკეთესო დასასვენებელ ქვეყნად კუბა დასახელდა. „მსოფლიოს მასშტაბით, ტურისტებისთვის ცნობილია, რომ ადგილობრივი კულტურის გასაცნობად, ამ კუნძულს საოცარი შესაძლებლობები აქვს. ჰავანა ძველი მსოფლიოს არქიტექტურისა და თანამედროვე კულტურის ნაერთია. დედქალაქიდან პატარა ტრინიდადში თუ ჩახვალთ, ესპანური კოლონიალური არქიტექტურის უფრო მეტ ნიმუშს  ნახავთ“, - ნათქვამია ონლაინ-გამოცემა TripAdvisor-ის პუბლიკაციაში. რეიტინგის მეორე და მესამე ადგილები ვიეტნამმა და ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფო მავრიკიმ გაინაწილეს. შემდეგ მოდიან კამბოჯა და ტაილანდი. დასასვენელად საუკეთესო ადგილების სიაში მოხვდნენ კაიმანის კუნძულები, მაროკო, აზერბაიჯანი და ნეპალი. ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების ათეულს კი პოლონეთი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგს ადგენენ ონლაინ-პლატფორმის საიტზე, მოგზაურების მიერ დატოვებული მილიონობით კომენტარისა და გამოხმაურების შედეგად.