გამოყენებული საფენები - სამშენებლო მასალად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელმა სწავლულებმა კიტაკიუსიუს უნივერსიტეტიდან, ბეტონის მოსამზადებელ ნარევში, ქვიშის ნაცვლად, უხრწნადი გამოყენებული საფენები გამოიყენეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მიღებული მასალით სახლების სტანდარტული ფუნდამენტების მშენებლობა შესაძლებელია.  ბეტონში დამატებული პამპერსები მის წარმოებას უფრო აიაფებს და გარდა ამისა, ეკოლოგიურიცაა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამით გადაიჭრება ნარჩენების პრობლემაც. სპეციალისტებმა უჩვეულო ნარევი საფენების სხვადასხვა პროპორციით შექმნეს და სიმტკიცეზე შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ საყრდენი ბოძების მშენებლობისთვის, სამსართულიან სახლში, პამპერსებით 10% ქვიშის ჩანაცვლებაა შესაძლებელი. ერთსართულიანისთვის კი ეს მაჩვენებელი 27%-მდე იზრდება. გადატიხვრების დასამზადებლად, ქვიშის 40%-ს ჩაანაცვლებს საფენები, იატაკის დაბეტონებისა და ბაღის მოსაპირკეთებლად - მხოლოდ 9%-ს.