პოპულარულმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ თავისი უკანასკნელი, მეათე ფილმისთვის სცენარი დაწერა. როგორც The Hollywood Reporter-ი წერს, მომავალი ფილმის სახელწოდება „კინოკრიტიკოსი“ იქნება. სურათის გადაღებები შემოდგომაზე უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ სიუჟეტი გასული საუკუნის 70-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება. ფილმის მთავარი გმირი, სავარაუდოდ, კინოკრიტიკოსი პოლინ კეილი იქნება. ტარანტინოს არაერთხელ განუცხადებია, რომ საკუთარი კარიერის განმავლობაში, ის მხოლოდ ათი ფილმის გადაღებას აპირებს და 60 წლისა, პენსიაზე უნდა გავიდეს. აღსანიშნავია, რომ რეჟისორი საიუბილეო თარიღს, სწორედ ამ დღეებში - 27 მარტს აღნიშნავს.
ტარანტინომ უკანასკნელი სცენარი დაწერა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი