პლასტმასის ჭურჭელი თირკმელებს აზიანებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეცნიერები საფრთხეზე ალაპარაკდნენ: პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებისას, ადამიანი ზრდის შანსს, თირკმელში მეტი კენჭი დაუგროვდეს. ხშირია ხოლმე, როცა ბუნებაში გასვლისას, პიკნიკზე, ან უბრალოდ, ზარმაცი ადამიანი სახლშიც კი პლასტმასის თეფშებს იყენებს. მასზე დადებული ცხელი საკვები პლასტმასზე ზემოქმედებას ახდენს და რეაქციის შედეგად მელანინი გამოიყოფა. ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობა კი ორგანიზმში კენჭების წარმოქმნას იწვევს. ტაივანელმა მეცნიერებმა გამოკვლევა ჩაატარეს, რომელშიც მოხალისეთა ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ერთი ნაწილი პლასტმასის ჭურჭლიდან იკვებებოდა, მეორე - კერამიკული ნაწარმიდან. ორივე ჯგუფის მონაწილეთა შარდის ანალიზმა აჩვენა, რომ საკვების მიღებიდან 12 საათის შემდეგ, პირველი ჯგუფის წევრებს მელანინის რაოდენობა, დაახლოებით, 8.35 მიკროგრამი ჰქონდათ, მეორე ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.3 მიკროგრამი იყო.