პირველი „ჯადოქრული“ კაფე გახსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაილანდში გახსნილი პირველი „ჯადოქრული“ კაფე - Ace and Cups, ყავასთან ერთად, სასიყვარული შელოცვებსა და შავ მაგიასაც ყიდის. ახალი დაწესებულება ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკის ცენტრში მუშაობს. როგორც მედიაში წერენ,  კაფე უკვე იქცა ახალგაზრდა „ოკულტისტი ენთუზიასტების“ თავშეყრის პოპულარულ ადგილად. კაფეს ქვედა სართულზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასმელი, სხვადასხვა კერძი და „ჯადოქრობის“ ინსტრუმენტები, ზედა სართულზე კი კლიენტებს „ზებუნებრივ“ სერვისებს სთავაზობენ. კერძოდ, ვიზიტორებს შეუძლიათ საკუთარი სურვილები განაცხადონ, ამის შემდეგ კი მათ მათი შესრულების შესაძლო ვარიანტებს სთავაზობენ. მომსახურებაში შედის სასიყვარულო ჯადოს დადება, ტაროს კარტზე მკითხაობა და ავი სულების განდევნის პროცედურები. ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელი და ნამცხვრები კი კლიენტს შეუძლია, საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეარჩიოს.