56 ახალი სტატია

ვირუსის საწინააღმდეგო მცენარე იპოვეს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფმა მცენარე Nigella Sativa-ს (ნიგელა, სოინჯი) კორონავირუსის საწინააღმდეგო თვისებები გამოაქვეყნა. მისი გავრცელების ძირითადი არეალი ჩრდილოეთ აფრიკა და დასავლეთ აზიაა. ნიგელაში არსებული ზოგიერთი ნივთიერება ბლოკავს ფილტვის ინფექციას, რომელსაც კორონავირუსი იწვევს. სწორედ ამიტომ, მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მცენარე, მომავალში, შესაძლოა, ვირუსთან საბრძოლველად გამოიყენონ.

სწავლულების თქმით, ნიგელას აქტიური ინგრედიენტია ტიმოხინონი. მას შეუძლია შექმნას ნაერთი კორონავირუს SARS-COV-2-ის S-ცილასთან და თან დაბლოკოს ინფექცია, მათ შორის, ციტოკინური შტორმი. კვლევებისას გაირკვა, რომ ტიმოხინონი არ აძლევს გამოთავისუფლების საშუალებას ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს - ინტერლეიკინებს და წამლის როლს ასრულებს ალერგიის, ასთმის, ეგზემას, რავატოიდული, ასევე, ოსტეოართრიტის დროს.