56 ახალი სტატია

პერაპარატი ობობას შხამისგან

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა „მწვანე კონტინენტიდან“, ობობას შხამზე დაფუძნებული პრეპარატი შექმნეს, რომელსაც მიოკარდიის ინფარქტის მქონე პაციენტების გადარჩენა შეუძლია. გულის შეტევის შემდეგ, გულში სისხლის ნაკადი მცირდება, რაც ჟანგბადის უკმარისობას იწვევს. ჟანგბადის უკმარისობა უჯრედულ გარემოს მჟავედ აქცევს, მოლეკულურ დონეზე კი, სხეული გულის უჯრედებს „სიკვდილის სიგნალს“ უგზავნის. ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერები ცდილობდნენ ისეთი პრეპარატის შექმნას, რომელიც ამ სიგნალის გაგზავნას შეაჩერებდა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად, ქვინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ Fraser Island Funnel-ის ჯიშის ობობას შხამში არსებული ცილა Hila,  გულში მჟავაზე მგრძნობიარე იონურ არხებს ბლოკავს, რაც ხელს უშლის „სიკვდილის სიგნალის“ გადაცემას. შედეგად, პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი იზრდება. გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით, ამ ცილის საფუძველზე შექმნილ პრეპარატს შეუძლია მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს დონორული გულის სიცოცხლისუნარიანობა.