კოფეინი მხედველობას იცავს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტოკიოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების განცხადებით, კოფეინის მოხმარება აუმჯობესებს თვალის უნარს, ცრემლი გამოიმუშავოს. სპეციალისტების თქმით, მათი აღმოჩენა საშუალებას მისცემთ, დაიხვეწოს ეგრეთ წოდებული, „მშრალი თვალის“ სინდრომის მკურნალობის მეთოდიკა. სინდრომს (ცრემლის აპკი შრება და ვერ ასწრებს აღდგენას) თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, წვა, ქავილი, სიმშრალე, შუქის შიში, თვალის სწრაფი დაღლა. იაპონელ სწავლულთა კვლევაში 78 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც კოფეინსა და პლაცებოს იღებდნენ. შედეგად, ისინი, რომლებიც კოფეინს იღებდნენ, მნიშვნელოვნად გაეზარდათ ცრემლის გამომუშავება. მკვლევარები აცხადებენ, რომ კოფეინის მიღებას მხოლოდ იმ პაციენტებს ურჩევენ, რომლებიც შედარებით მგრძნობიარენი არიან ამ ნივთიერების მასტიმულირებელი ეფექტების მიმართ. „მშრალი თვალის“ სინდრომის არსებობისას კი, სწავლულები გვირჩევენ, აუცილებლად სპეციალისტს მივმართოთ.