ბრიტანული სამზარეულო საზიანოა

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტრადიციული ინგლისური სამზარეულო, ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითი გავლენის გამო, შეიძლება თამბაქოს მოწევას შევადაროთ, - ამის თაობაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანული პრესა წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბეკონი, ბურგერები და სოსისები, რაც ასე პოპულარულია ნისლიან ალბიონზე, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მაპროვოცირებლებად ისევე შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სიგარეტის მოწევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გადამუშავებული ხორცის ეს პროდუქტები ისეთ ნივთიერებებს შეიცავენ, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ. დიდ ბრიტანეთში ონკოლოგიური დაავადების გამო, ყოველწლიურად, 150 ათასი ადამიანი კვდება. ყველაზე მეტად, ლეტალურ შედეგს ფილტვის კიბო იწვევს, მეორე ადგილზე კი ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნეებია. ექსპერტების მოსაზრებით, ამ საშინელი დაავადებისთვის თავის არიდება სწორი კვებითაა შესაძლებელი.