მეუღლეებს ერთად ძილს არ ურჩევენ

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, სწავლულები მამაკაცებს მეუღლესთან ერთად ძილს არ ურჩევენ. მკვლევარებმა „მწვანე კონტინენტიდან“ დაადგინეს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენელი სრულყოფილად ვერ დაისვენებს, თუკი ის სარეცელს ვინმესთან ერთად გაიყოფს. არასრულფასოვანი ძილი კი მეორე დღეს, უარყოფითად აისახება, როგორც მის სამუშაო პროცესზე, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. სწავლულები გვარწმუნებენ, რომ პარტნიორთან ერთად წოლა და ძილი მამაკაცებში სტრესის ჰორმონის გამომუშავებას აძლიერებს, რის გამოც, ის უფრო ადვილად ღიზიანდება. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევები ამტკიცებს, რომ მარტო წოლას, მამაკაცებს მაინც საყვარელ ქალთან ერთად ყოფნა ურჩევნიათ. არადა, კვლევებით ისიც დამტკიცებულია, რომ ამ პერიოდში, მათი გონებრივი აქტიურობა მხოლოდ იკლებს.