კიბოს ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვაქცინა თავის ტვინის სიმსივნის - გლიომების წინააღმდეგ, გერმანელმა სწავლულებმა შექმნეს. ევროპის ყველაზე დიდ კვლევით ცენტრში, კლინიკური ცდების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ექსპერიმენტში მონაწილე 33 აცრილი პაციენტიდან, 93%-ის ორგანიზმს იმუნური პასუხი ჰქონდა, 82%-ის შემთხვევაში, უკვე სამი წელია, სიმსივნის პროგრესირება შეჩერდა. კვლევებით დადასტურდა, რომ ეს ვაქცინა ორგანიზმს ეხმარება იმუნური სისტემის სტიმულირებაში, მოქმედებს მუტაციის გამომწვევ გენებზე და უჯრედების გამრავლების პროცესს აჩერებს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტვინის უჯრედების ცილის მუტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი იყო, რადგან ის მხოლოდ გლიომებისთვისაა დამახასითებელი და ჯანმრთელ ქსოვილში არ გვხვდება. ახალი ვაქცინა კი საშუალებას იძლევა, პრობლემა საფუძველშივე აღმოვფხვრათ. კლინიკური კვლევები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მკვლევარები ვაქცინაზე უკვე დიდ იმედებს ამყარებენ.