ხერსონში უკრაინელი მოხელეები დაბრუნდნენ, იწყებენ "სტაბილიზაციის“ პროცესს

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

უკრაინის ქალაქ ხერსონში, რომელიც რუსეთის ჯარმა დატოვა, უკრაინელი მოხელეები ბრუნდებიან და იწყებენ „სტაბილიზების“ პროცესს, მუშაობას შეუდგა პოლიცია, სახელმწიფო რადიო და ტელევიზია. ქალაქში ჩავიდა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, იაროსლავ იანუშევიჩი.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ. იანუშევიჩმა გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში განაცხადა, რომ ქალაქში მუშაობას იწყებს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები.

თავისი ტელეგრამ-არხით იანუშევიჩმა გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში 17 საათიდან დილის 8 საათამდე გამოცხადებულია კომენდანტის საათი, შეზღუდულია ქალაქში შესვლა და იქიდან გასვლა.

ხერსონი რამდენიმე თვე ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ქალაქიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად.“

12 ნოემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომ ხერსონელებმა მოხსნეს მემორიალური დაფები, რომლებიც კრემლის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ გააკრა ქალაქში ოკუპაციის დროს.
წყარო:რადიო თავისუფლება