Time-ის მკითხველებმა ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელეს წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს ცნობილი ამერიკული გამოცემის, Time-ის მკითხველებმა. ზელენსკიმ 3.3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო და 5%-ით პირველ ადგილზე გავიდა.

გამოკითხვის შედეგებით, ხმების 3.5%-ით მეორე ადგილზეა Tesla-ს და SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი, რომელიც Time-ის ვერსიით, 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო.

3.4%-ით მესამეა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მას ხმების 3.2%-ით მოსდევენ მედიკოსები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ COVID-19-თან ბრძოლაში. 3.1%-ით მეხუთე ადგილზე გავიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია Time100, რომელსაც საბოლოოდ გამოცემის რედაქტორები ადგენენ, 23 მაისს გამოქვეყნდება.