"ყველა დასახლებამ, რომელიც დროებით ოკუპირებულია, უნდა იცოდეს - უკრაინა დაბრუნდება, ჩვენ არავის ვტოვებთ" - ზელენსკი

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა : „ხერსონმა, მელიტოპოლმა, ბედრიანსკმა, ენერგოდარმა, მარიუპოლმა და ყველა ჩვენ ქალაქმა, ყველა დასახლებამ, რომელიც დროებითი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება. იმის შესახებ, რომ ჩვენი სახელმწიფო არავის ტოვებს და სამართლიანად იბრუნებს იმას, რაც ეკუთვნის, დღეს ვისაუბრე ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს ყირიმი და არასდროს დაგვავიწყდება 1944 წლის გენოციდი, რომელიც ყირიმელ თათრებს საბჭოთა ხელისუფლებამ მოუწყო. არც 2014 წელი დაგვავიწყდება - ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაფერი თავისუფალის განადგურების მეორე ტალღა.“