უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნის უმაღლეს რადას გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ინფორმაციას პარლამენტის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.
„უმაღლეს რადაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დ.ი. კულებას განცხადება გადადგომის შესახებ შემოვიდა. განცხადება უახლოეს პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული“, - დაწერა სტეფანჩუკმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მთავრობა სამმა მინისტრმა - უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა; უკრაინის იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკამ; უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რუსლან სტრელეცმა - ასევე დაწერეს განცხადებები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
თანამდებობა აგრეთვე დატოვეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.
დმიტრო კულებამ თანამდებობა დატოვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი