რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება, რუსეთის ლიდერის თვითმფრინავი ულანბატორის აეროპორტში დაეშვა. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. 3 სექტემბერს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის მონღოლეთის ლიდერთან, უხნაგიინ ხურელსუხთან.
თვითმფრინავის ტრაპთან რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს მონღოლეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები დახვდნენ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია. მედიის ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი დაარწმუნა, რომ მას არ დააკავებენ.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მონღოლეთს, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით ნაკისრი ვალდებულებები და დააკავოს პუტინი.
დღესვე ევროკავშირმა მონღოლეთის ხელისუფლებას ოფიციალურად გააცნო პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია და შეახსენა, რომ მონღოლეთი ვალდებულია, დააკავოს პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის შესაბამისად.
ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი