უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას კრძალავს.
კანონს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა და ის ძალაში გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა. გარდა ერთი პუნქტისა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს, ოკუპანტთან კავშირის გასაწყვეტად 9 თვიანი ვადა ექნებათ.
გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ უფლებამოსილებას, იმუშაონ იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებმაც დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ან არ მოისურვეს კანონის მოთხოვნების შესრულება.
მიღებული კანონით, უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მას დაქვემდებარებული სტრუქტურებისა და რელიგიური ორგანიზაციების მუშაობა იკრძალება, რასაც გასული წლის ბოლოს ჩატარებული კვლევების თანახმად, უკრაინელთა ნახევარზე მეტი ემხრობა.
უკრაინის რადამ რუსეთის ეკლესიის საქმიანობა აკრძალა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი