შუმახერის „ფერარი“ აუქციონზე გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელი მიხაელ შუმახერის ბოლიდი „ფერარი“, რომლითაც მან მეექვსედ მოიპოვა „ფორმულა-1“-ის ჩემპიონის ტიტული, შვეიცარიაში აუქციონზე გაიყიდა. ჟენევაში გამართულ „სოთბის“ ვაჭრობაზე, ავტომობილი თანამედროვე „ფორმულა-1“-თვის რეკორდულ ფასად - 13 მილიონ ფრანკად გაიყიდა. თავდაპირველად, ლოტის ღირებულება 7.5 მილიონად შეფასდა, ექსპერტები ბოლიდში მაქსიმუმ 9.6 მილიონის მიღებას ვარუდობდნენ, თუმცა ვაჭრობის დროს, შუმახერის ავტოს ფასი, პრაქტიკულად, გაორმაგდა.