კანფეტებს მარიხუანათი გამოუშვებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლეგენდარული სპორტსმენები, მსოფლიოს აბსოლუტური, ყოფილი ჩემპიონები კრივში - მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი ტკბილეულობას გამოუშვებენ. მოკბეჩილი ყურის ფორმის მარმელადის კანფეტებში მარიხუანაც იქნება. პროდუქციას Holy Ears – „მინდა ყურები„ ერქმევა და ის არიზონას, ილინოისის, ნევადასა და ნიუ-ჯერსის შტატებში გაიყიდება. ტაისონისა და ჰოლიფილდის სკანდალური ბრძოლა 1977 წელს შედგა და ის დროზე ადრე, მესამე რაუნდში დასრულდა, რადგან ტაისონმა მოწინააღმდეგეს ყური მოაჭამა. ამის გამო, მაიკს დისკვალიფიკაცია მისცეს და სამი მილიონი დოლარითაც დააჯარიმეს. ჰოლიფილდს მაშინ რვა ნაკერის დადება დასჭირდა ყურზე.