გონებრივი შესაძლებლობები წყალზეა დამოკიდებული

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები წყალზეა დამოკიდებული - ასეთ განცხადებას აკეთებენ ამერიკელი სწავლულები. მათი თქმით, წყალი შეუცვლელი რესურსია ორგანიზმისთვის და ასევე არის სუბსტანცია, რომელიც ტვინის მუშაობას უზრუნველყოფს. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ თავის ტვინის შიგნით განთავსებულია რეცეპტორები, რომლებიც აქტიურდებიან ორგანიზმში წყლის მიწოდებით. ამ რეცეპტორების ამოცანაა, გაძლიერონ ტვინის აქტიურობა სპეციალური ენერგეტიკული პროცესების ხარჯზე. სწავლულები გვირჩევენ, რომ წყალი ქაოტურად კი არა, გარკვეული რეჟიმის დაცვით მივიღოთ. მაგალითად, რამდენიმე ყლუპი დალიონ საუზმემდე და მის შემდეგ, მერე კი სისტემატურად, დღის ერთსა და იმავე დროს. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ამგვარად ტონუსი აიწევს მთელ ორგანიზმში, ადამიანი უფრო მეტი ენერგიით აღივსება და გაუმჯობესდება ინტელექტუალური უნარები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყალი ხარისხიანი, ანუ მაქსიმალურად სუფთა იყოს.