ქალმა ლატარეაში ოცნების სახლი მოიგო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა, 71 წლის სიუზან ჰევენჰეიდმა ოცნების სახლი მოიგო. მან 10 გირვანქა სტერლინგის ღირებულების ლატარიის ბილეთი იყიდა და მდიდრული ვილის მფლობელი გახდა, რომელიც 3.5 მილიონ გირვანქადაა შეაფსებული. სუზანა მეუღლესთან ერთად დასასვენებლად იყო, როცა დაურეკეს და მოგების შესახებ შეატყობინეს. თავიდან, ყველაფერი ეს, ცოლ-ქმარს ხუმრობა ეგონა, თუმცა როდესაც ორგანიზატორები მათ ქალიშვილს დაუკავშირდნენ და შვილისგანაც იგივე მოისმინეს, პენსიონერი მეუღლეები დარწმუნდნენ, რომ ბედმა წარმოუდგენლად გაუღიმათ.

კერძო სახლში, რომლის ფართობი 929 კვადრატული მეტრია, ავეჯით გაწყობილი ექვსი საძინებელია. სახლშია სავარჯიშო დარბაზი, საუნა და კინოთეატრი. მიწის ნაკვეთზე კი, რომელიც ერთი ჰექტარია, ჩოგბურთის კორტი და აუზია განთავსებული. გარდა ამისა, დასასვენებელ ზონაშია კერძო ტყე – პატარა გუბურითა და ჩანჩქერით. უძრავი ქონების ახალ მფლობელებს მოგებული სახლისთვის არც გადასახდების გადახდა მოუწევთ - ყველა ხარჯი გათამაშების ორგანიზატორმა კომპანიამ დაფარა. სახლთან ერთად, გამარჯვებულს ხელზე 50 ათასი გირვანქა სტერლინგიც გადაეცა, ახალ ადგილზე დასამკვიდრებლად. სუზანს უფლება აქვს, უძრავი ქონება ნებისმიერი სახით მოიხმაროს - იცხოვროს, გაყიდოს ან გააქირაოს.