აეროპორტში რობოტი-პოლიციელები მუშაობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტი-პოლიციელები იაპონიის დედაქალაქის „ნარიტას“ აეროპორტში შეუდგნენ მუშაობას. გარეგნულად „ჭკვიანი“ მანქანები 1.2 მეტრი სიმაღლის სატრანსპორტო საშუალებას მოგაგონებთ, მათში ჩამონტაჟებულ ხელოვნურ ინტელექტს წამებში შეუძლია გამოსახულების გაანალიზება, რომელსაც მათი კამერები იღებენ. იდეის ავტორების გათვლებით, რობოტებმა აეროპორტში წესრიგი უნდა გააკონტროლონ, ასევე, მოძებნონ დარჩენილი ან საეჭვო ნივთები. რობოტები დინამიკებითაც არიან აღჭურვილნი და საჭიროების შემთხვევაში, მიმართავენ მგზავრებს ამა თუ იმ თხოვნით, ან წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.