ხალხს ტარაკნების „შესახლებაში“ ფულს სთავაზობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ რელიში მდებარე კომპანია 2000 დოლარს სთავაზობს მათ, რომლებიც სახლებში ასობით ტარაკანს „შეიფარებენ“. ეს პარაზიტების საწინააღმდეგო ახალი პერაპარატის ტესტირებისთვისაა აუცილებელი. მსურველების ასაკი 21 წელზე მეტი უნდა იყოს და რაც მთავარია, ჰქონდეთ საკუთარი სახლი. თუ სახლი საკუთრებაში არ აქვთ, გამქირავებლისგან წერილობითი ნებართვაა საჭირო. კვლევისთვის სულ შვიდ სახლს შეარჩევენ. მათ კი, რომლებიც ტარაკნებს „შეისახლებენ“, ერთი თვის განმავლობაში, მწერების წინააღმდეგ მხოლოდ სატესტო საშუალება უნდა იხმარონ. თუკი ამ პერიოდში გამოსაცდელი საშუალება არ გაამართლებს, კომპანია მათ ტრადიციული და გამოცდილი მეთოდებით გაანადგურებს.