„კალმარის თამაშები“ რეალითი-შოუ იქნება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარულ სერიალ „კალმარის თამაშებზე“ Netflix-ი სატელევიზიო რეალითი-შოუს გააკეთებს, რისთვისაც მთელი მსოფლიოდან აარჩევს მსურველებს. ახალი შოუს სახელწოდებაა „კალმარის თამაში: გამოწვევა“. მასში მონაწილეობას 456 ადამიანი მიიღებს, სასწორზე კი, რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე ან სიკვდილი არ იქნება, როგორც ეს გახმაურებულ სამხრეთ კორეულ სერიალშია.  გამარჯვებული 4.56 მილიონ დოლარს მიიღებს - სატელევიზიო შოუების ისტორიაში, ეს ყველაზე დიდი საპრიზო ფონდია. როგორც Netflix-ში აცხადებენ, შოუ ათეპიზოდიანი იქნება. მონაწილეების ასაკი 21 წლიდან დაიწყება და სავალდებულოა, თოთოეული მათგანი ინგლისურად საუბრობდეს. როგორც ვარაუდობენ, შოუს გადაღებები მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება და დაახლოებით, ერთი თვე გაგრძელდება.