კომპიუტერული თამაშები დესერტად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლოს-ანჯელესში უჩვეულო რესტორანი მუშაობს - იქ მარტოხელები სადილობენ და თან საყვარელ კომპიუტერულ თამაშსაც თამაშობენ. დაწესებულება, რომელსაც UWINK ჰქვია, ცოტათი თუ განსხვავდება ინტერნეტით პროდუქციის შეკვეთისგან - ახალი რესტორნის კლიენტები მხოლოდ სენსორულ ეკრანთან ურთიერთობენ. მისი მეშვეობით, ნებისმიერი კერძის არჩევა შეუძლიათ, რომლის მიტანაც სულ რამდენიმე წუთის საქმეა. „დანაყრების ინტერაქტიური მეთოდი“ კომპანია Atari-ის დამფუძნებელმა, ნოლან ბუშნელმა მოიფიქრა, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული თამაშების საწყისებთან დგას. ახალი რესტორანი, ბუშნელის ჩანაფიქრით, პირველ რიგში, მარტოხელა ადამიანებზეა გათვლილი. მისი აზრით, ხალხი აქ არა მხოლოდ საჭმელად, არამედ გასართობადაც ივლის - სადილისას, შეუძლიათ ფილმი ნახონ, წიგნი წაიკითხონ ან სხვა კლიენტთან ერთად, კომპიუტერული თამაშით გაერთონ. გარდა ამისა, შეუძლიათ შეუკვეთონ ადგილი უზარმაზარ, 3.5-მეტრიან „დისპლეისთან“ და პარტია „პინგ-პონგი“ ითამაშონ ან ხატვით გაერთონ. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ასეთი რესტორნის გახსნა გარდაუვალი იყო - ეს ლოგიკური გაგძელებაა ტენდენციისა, რაც „სოციალური ქსელების“ თაობისთვისაა დამახასიათებელი.