ნაყინიც „ნარკოტიკია“?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნაყინსა და ნარკოტიკს შორის, უთუოდ მსგავსებაც არსებობს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანი თანდათანობით ეჩვევა ამ ტკბილ დესერტს და მას ნაყინის სულ უფრო მეტი და მეტი პორცია სჭირდება, რათა მადა დაიკმაყოფილოს. ექსპერიმენტისას ნორმალური წონის 151 მოზარდი გამოკითხეს, რა საკვებს ანიჭებდნენ უპირატესობას და თან მათი ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ იმ მოზარდებს, რომლებიც ბევრ ნაყინს მიირთმევდნენ, სიამოვნების ცენტრში ტვინის აქტიურობა მნიშვნელოვნად დაქვეითებული ჰქონდათ. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პირის ჩასატკბარუნებლის მოყვარულების ტვინი დროთა განმავლობაში იცვლება და ნაკლებმგრძნობიარე ხდება. ერთი სახის პროდუქტის ჭარბად მოხმარება აქვეითებს სიამოვნების შეგრძნებას, რასაც მისგან ვიღებთ. შედეგად, ადამიანმა სურვილი რომ დაიკმაყოფილოს, უფრო და უფრო მეტს ჭამს და ზედმეტ კილოგრამებსაც „იკიდებს“. მეცნიერთა განცხადებით, მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულების დროს.