პარიკმახერთან ვიზიტი სასარგებლოა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარიკმახერთან ვიზიტი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და შეიძლება, მას ექიმთან მისვლისკენაც უბიძგოს. ეს განსაკუთრებით სილამაზის სალონების ხანშიშესულ კლიენტებს ეხებათ - ამტკიცებენ ამერიკელი სპეციალისტები, ოჰაიოს უნივერსიტეტიდან. მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, პარიკმახერთა 80%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მუშაობისას, კლიენტები მათ საკუთარ პრობლემებზე უყვებიან. სწავლულების თქმით, პარიკმახერებს შეუძლიათ, დიდი ხნის კლიენტებში დროულად შენიშნონ დეპრესიის სიმპტომები და მათთვის თერაპევტების როლსაც ასრულებენ, ისმენენ რა, ჩივილებს მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასე რომ, ზოგიერთი ადამიანისთვის სილამაზის სალონში ვიზიტი, ერთგვარი ფსიქოთერაპიაა.