რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ კანაფის ლეგალურად მოყვანა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლუქსემბურგის სრულწლოვან მოქალაქეებს, ამიერიდან უფლება აქვთ, პირადი მოხმარებით მიზნით, კანონიერად მოიყვანონ კანაფის ოთხი ბუჩქი. ამგვარად, ევროპის ეს პატარა ქვეყანა პირველი სახელმწიფო გახდა კონტინენტზე, სადაც მარიხუანას მოყვანა და მოხმარება ლეგალიზებულია. მოქალაქეებს შეუძლიათ მოიყვანონ ეს მცენარე სახლში, ბაღში, აივანზე ან ტერასაზე. ნებადართულია კანაფის თესლის გაყვიდვაც, შეძენას კი მაღაზიებში, ინტერნეტში ან უცხოეთში შეკვეთით შეძლებთ. მთავრობის განცხადებით,  ახალი კანონი არალეგალურ ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღეს. ამასთან, აკრძალულია მარიხუანასა და მისი პროდუქტების მოხმარება, გადატანა და ვაჭრობა. კანაფის მოხმარება კვლავ ეკრძალებათ მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს.