პირველი ეკოსასაფლაო გახსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბელგიურ ფლანდრიაში, მსოფლიოში პირველი ეკოსასაფლაო გაიხსნა. აქ, ამ უჩვეულო სამარხზე აკრძალულია საფლავის ქვის დადგმა, ბილიკის მიყვანა, მაგიდების გამართვა. მიცვალებულის დამარხვა კი მხოლოდ ბიოხრწნადი სასახლითაა ნებადართული, რომელსაც გადამუშავებული მასალებით ამზადებენ. ახალი სასაფლაო 600-ადგილიანია, თუმცა ეს ადგილები არ იყიდება, მხოლოდ 25-წლიანი იჯარით გაიცემა. პროექტის ავტორების გათვლებით, სწორედ ამდენი დროა საჭირო, რათა ადამიანის გვამი ბუნების ნაწილად იქცეს. სასაფლაოზე ყველა ობიექტი (მაგალითად, სკამები, ადგილის მაჩვენებელი ნიშნები) კუნძებისა და გამოხშირული ხეებისგანაა დამზადებული. ნაკვეთის გასწვრივ კი ალუბლის ხეები იზრდება. მათ ტოტებზე გარდაცვლილთა ახლობლებს შეუძლიათ, ჩიტებისთვის „სახლები“ ჩამოკიდონ, რომლებზეც მიცვალებულთა საპატივსაცემოდ, მათ სახელებს დააწერენ.