ადამიანს ღორის თირკმელი გადაუნერგეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა ქირურგებმა წარმატებით გადაუნერგეს პაციენტს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი. გადანერგვის ოპერაცია, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულ პაციენტს ჩაუტარდა, რომლის ტვინიც უკვე მკვდარი იყო. მედიკოსების თქმით, თირკმელი მაშინვე ამუშავდა და შარდის გამომუშავება დაიწყო. ექიმები ვარაუდობენ, რომ გენმოდიციფირებული ღორები, პერსპექტივაში, შესაძლოა, „მდგრადი და აღდგენადი“ ორგანოების წყაროდ იქცნენ გადანერგვებისთვის. თუმცა, ჯერ გასარკვევია, რამდენად დიდხანს შეძლებს ასეთი ორგანო მუშაობას. თუ მკვლევარები ადამიანებისთვის შესაფერისი ორგანოების გამოყვანას შეძლებენ, ეს, დაახლოებით, 100 ათასი ამერიკელის პრობლემას გადაჭრის, რომლებიც ამ მომენტისთვის, ტრანსპლანტაციის გრძელ რიგში დგანან. პაციენტთა 90%-ზე მეტს კი, თირკმლის გადანერგვა სჭირდება.