ჭურჭლის რეცხვა სტრესს მოგიხსნით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც აღმოჩნდა, ეს უბრალო და მარტივი საოჯახო საქმე დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. კერძოდ, ჭურჭლის რეცხვა ხსნის სტრესს და ამშვიდებს ადამიანს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი სწავლულები, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. მათ ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეებს შესთავაზეს, ჩუმად გაერეცხათ ჭურჭელი და მაქსიმალური კონცენტრაცია მოეხდინათ ამ პროცესზე. ყველაზე გულმოდგინე მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ნერვოზი და სტრესი მნიშვნელოვნად მოეხსნათ. ფსიქოლოგი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თეფშების რეცხვა ადამიანს საშუალებას აძლევს, ჩაუღრმავდეს საკუთარ ფიქრებსა და განცდებს, დააკვირდეს თავს გვერდიდან, ვინმეს განსჯისა და თვითანალიზის  გარეშე. ეს პროცესი უფრო აწყნარებს და ამშვიდებს ადამიანს.