ასპირინი მხედველობას აზიანებს?!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი მეცნიერების მოსაზრებით, ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ასპირინს, უფრო ხშირად დგებიან თვალის დაავადების - ბადურას ასაკობრივი დეგენერაციის წინაშე, რაც სიბრმავეს იწვევს. ვისკონსინის უნივერსიტეტის სწავლულებმა ეს დამოკიდებულება აღმოუჩინეს პაციენტებს, რომლებიც ათი წლის განმავლობაში, კვირაში ორჯერ მაინც იღებდნენ ასპირინს სისხლის გასათხელებლად, თრომბოზის პროფილაქტიკისთვის. მედიკოსების განცხადებით, მსოფლიოს მოსახლეობის 1%, ადრე თუ გვიან, თვალის ამ პრობლემას აწყდება. 20 წლის განმავლობაში, მკვლევარებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს 43 წელს გადაცილებული 5 ათასი პაციენტის ავადმყოფობის ისტორია და აღმოაჩინეს, რომ ასპირინის მიღების პერიოდში მათ ოფთალმოლოგიური დაავადების სხვადასხვა ფორმა გამოუვლინდათ. ამასთან, მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ხუთი წლის განმავლობაში, ამ პრეპარატით მკურნალობა არ იწვევს მსგავს რისკს.