საძილე აბები სიგარეტივით მავნებელია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი სწავლულები, არიზონას უნივერსიტეტიდან, ამტკიცებენ, რომ საძილე აბები არანაკლებ საზიანოა ადამიანისთვის, ვიდრე თამბაქო. მათი თქმით, ასეთი პრეპარატების მიღება დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევას შეიძლება გავუთანაბროთ. რაც უფრო ხშირად იღებს ადამიანი ასეთ წამლებს, მით უფრო მეტი და მეტის მიღება სჭირდება დასაძინებლად.

მკვლევარები ამ პრეპარატების ჩანაცვლებას ხანმოკლე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით გვთავაზობენ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ეს დატვირთვები სასურველ დაღლილობასა და ძილიანობას გამოიწვევს. რაც შეეხება საძილე აბებს, კვლევებით დადასტურდა, რომ ისინი ცნობიერების ამღვრევას, შენელებულ რეაქციებს და ბალანსის დარღვევას იწვევენ. ისინი მხოლოდ დასვენების ილუზიას ქმნიან, სინადვილეში, მათი მიღების შემდეგ, ძალები არ აღდგება. ნერვულ სისტემას კი ისეთი ზიანი ადგება, როგორც მოწევისას, იზრდება სიმსივნის წარმოქმნის რისკებიც.