განაწყენებულმა ბავშვმა პოლიცია გამოიძახა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუში, 9 წლის სკოლის მოსწავლემ სილამაზის სალონში პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც ის პარიკმახერმა „დაამახინჯა“. აქაურ სოციალურ ქსელებში პოპულარულია ვიდეო, რომელშიც ბიჭი სარკეში იყურება და ღრიალებს, თან თმაზე ხელს ისვამს. ბავშვის და ამბობს, რომ მისი ძმა გარეგნობას სერიოზულ ყურადღებას აქცევს, ახალმა ვარცხნილობამ კი ის შოკში ჩააგდო. ჩანს, სამართალდამცავებიც ამ მდგომარეობაში მყოფმა გამოიძახა.

ადგილობრივ მედიაში არაფერია ცნობილი, რამე მოიმოქმდეს თუ არა პოლიციელებმა, ან დასაჯეს თუ არა ცრუ-გამოძახებისთვის ბავშვის მშობლები. სოციალურ ქსელში მოსწავლეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამხნევებენ. „მან ის გააკეთა, რაზეც ჩვენ, უფროსები მხოლოდ ვოცნებობთ, მაგრამ თავს უფლებას ვერ ვაძლევთ, ეს გავაკეთოთ“, - წერენ კომენტარებში.