104 ახალი სტატია

პიცას ავტომატი გამოგიცხობთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სრული პროცესი მხოლოდ სამ წუთს მოიცავს. დაიმკვიდრებს თუ არა სიახლე თავს ქვეყანაში, სადაც პიცა ეროვნული მემკვიდრეობაა, დრო გვიჩვენებს. არადა, ასეთი სტარტაპის გამოჩენა, პანდემიის ლოგიკური პასუხია. ავტომატზე ხომ საკარანტინო შეზღუდვები არ ვრცელდება, მას არც დისტანციის დაცვა სჭირდება, თანაც მუშაობის დრო შეზღუდული არ აქვს. Mr. Go Pizza-ს შემქმნელები პოტენციურ კლიენტებს არწმუნებენ, რომ ავტომატი პიცას ახალ-ახალი პროდუქტებით ამზადებს და მისი მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევიან.

მსურველს მზა და შეფუთული პიცის შეძენა შეუძლია, რომლის ფასიც 4.50-დან 6 ევრომდე მერყეობს. სტარტაპერებმა ავტომატისთვის პიცის ოთხი, ყველაზე პოპულარული სახეობა შეარჩიეს: „მარგარიტა“, „ოთხი ყველი“, „დიავოლო“ და „პანჩეტა“. პიცის მცხობელი და გამყიდველი მანქანა რომის ცენტრში დგას და კონკურენციას უწევს ახლომდებარე პიცერიებს, სადაც იტალიის ამ სიმბოლოს, გამოცდილი „პიცაიოლოები“, შეშის ღუმელში აცხობენ. ვინც უკვე მოასწრო ავტომატის გამომცხვარი პიცის დაგემოვნება, მის მცირე ზომასა და ინგრედიენტების ნაკლებ რაოდენობაზე მიანიშნებენ.