აფრიკელმა ქალმა 9 ტყუპი გააჩინა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

25 წლის აფრიკელმა ქალმა, საკეისრო კვეთით, 9 ტყუპი - 5 გოგონა და 4 ბიჭი გააჩინა. ბედნიერი დედა „მხოლოდ“ შვიდ შვილს ელოდა, რადგან ულტრასონოგრაფიულმა კვლევებმა მხოლოდ შვიდი ბავშვის არსებობა დაადასტურა. მალის მცხოვრები ქალბატონი ჰალიმა სისე, თავიდან დედაქალაქ ბამაკოს კლინიკაში იმყოფებოდა, შემდეგ კი, უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, იგი მაროკოში, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მშობიარეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდა. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, დედაც და შვილებით თავს კარგად გრძნობენ. ჰალიმას მდგომარეობას, ლამის მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს, რადგან ამდენ ბავშვზე ორსულობა უიშვიათესი მოვლენაა და მათი ნაწილის დაღუპვის რისკიც დიდი გახლდათ. სწორედ ამის გამო, დედის მაროკოში გადაყვანა გადაწყდა, სადაც 5 კვირის განმავლობაში, ის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. სულ მალე, გმირი დედა და შვილები სამშობლოში დაბრუნდებიან.